კომპანიები თანამშრომლებს დაუბეგრავ მინიმუმს უკან აბრუნებინებენ

კომპანიები თანამშრომლებს დაუბეგრავ მინიმუმს უკან აბრუნებინებენ

ცნობილი ფაქტია, რომ ფინანსთა სამინისტრომ დაბალშემოსავლიანი მოქალაქეებისათვის დაუბეგრავი მინიმუმის თანხის უკან დაბრუნება გადაწყვიტა. ეს პროცესი 1 აპრილიდან დაიწყო და იმ მოქალაქეებს შეეხო, რომელთა შემოსავალიც 2013 წელს 6000 ლარზე მეტი არ ყოფილა. მათ დაუბეგრავი მინიმუმის სახით 360 ლარს აძლევენ. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ საქართველოში არსებობენ ორგანიზაციები, რომლებიც ამ თანხის უკან დაბრუნებას ითხოვენ.

თავდაპირველად ეს ამბავი კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა, გელა მთივლიშვილმა გაახმაურა. გელა მთივლიშვილის თქმით, საინფორმაციო ცენტრ "16-100"-ზე შესული ზარების შედეგად ნათელი ხდება, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, როგორც საჯარო, ისე კერძო ორგანიზაციების ხელმძღვანელები თანამშრომლებისაგან დაუბეგრავი მინიმუმის თანხის უკან დაბრუნებას ითხოვენ. ამის შემდეგ კი, ქართული მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსგავსი ფაქტები თბილისშიც ხდება:

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა, გელა მთივლიშვილმა გვითხრა, ამგვარი საჩივრით "16-100"-ზე უკვე რამდენიმე ათეული ზარი შევიდა:

- საჩივრები შემოდის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან, იყო შემთხვევა, როცა ერთი ორგანიზაციიდან რამდენიმე ადამიანმა დაგვირეკა. ზარები შემოვიდა არა მარტო კახეთის, არამედ ქვემო ქართლის რეგიონებიდანაც. თავდაპირველად გეტყვით, რომ "16-100" ეს არის კერძო საინფორმაციო ცენტრი, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებს ემსახურება. ამ ნომერზე რეკავენ ადამიანები და სხვადასხვა საკითხის ირგვლივ ითხოვენ ინფორმაციას. რეკავენ დაუბეგრავი მინიმუმის გამოც: მოქალაქეები ასახელებენ ორგანიზაციებს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან და გვეუბნებიან, რომ ხელმძღვანელებმა დაუბეგრავი მინიმუმის თანხის უკან დაბრუნება მოსთხოვეს - ზოგიერთ შემთხვევაში ორგანიზაციის ანგარიშზე, ხოლო ზოგჯერ- ხელმძღვანელისათვის პირადად გადაცემა, ერთი სიტყვით - ნაღდი ანგარიშსწორებით. (!) ისინი გვეკითხებიან, თუ რამდენად კანონიერია ეს მოთხოვნა. რა თქმა უნდა, ჩვენი ოპერატორები და იურისტები ეუბნებიან, რომ ამგვარი მოთხოვნა არ არის კანონიერი და რომ მათ არავითარი ვალდებულება არა აქვთ, ეს თანხა დამსაქმებელს გადასცენ. ამის შემდეგ კი ჩივიან, რომ დამსაქმებელთა მხრიდან ზეწოლას განიცდიან -ხელმძღავნელები ეუბნებიან, რომ თუ ამ თანხას არ დააბრუნებენ, 2-3 თვის განმავლობაში ხელფასს ვერ მიიღებენ, ან განცხადების დაწერა და სამსახურიდან წასვლა მოუწევთ... ჩვენ უკვე ვიცით რამდენიმე ორგანიზაცია, სადაც მსგავსი ფაქტები ხდება, თუმცა, მათი გასაჯაროებისაგან ჯერჯერობით თავს ვიკავებთ. თუმცა, უმოქმედოდ მაინც არა ვართ: დავუკავშირდით მათ მენეჯერებს და ვთხოვეთ მოეწოდებინათ ინფორმაცია სინამდვილეში რა ხდება. თუ ასეთი ფაქტები კიდევ განმეორდება, ჩვენ მათ სახელსა და ვინაობას აუცილებლად გავასაჯაროებთ. ეს ეხება როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო და საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებებს.

საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე, გოჩა ალექსანდრია, მიიჩნევს, რომ ეს სისხლის სამართლის დანაშაულია:

-მე არ ვიცი რომელი ჭკუათმყოფელი მოითხოვს უკან ამ 360 ლარს, ან რას ნიშნავს უკან დაბრუნება?-დაუბეგრავი მინიმუმის თანხა ამ ადამიანებს სახელმწიფომ გამოუყო იმის გამო, რომ კომპენსაცია გაუკეთოს თავისი მცირე შემოსავლის სანაცვლოდ. სახელმწიფოს მიაჩნია, რომ მათი ანაზღაურება იმდენად მცირეა, რომ საშემოსავლო გადასახადით არ უნდა იბეგრებოდნენ, მაგრამ მაინც იბეგრებიან და ამიტომ ამ თანხას უკან უბრუნებენ.

იხილეთ სტატია სრულად

ასევე დაგაინტერესებთ: პასუხი ყველა კითხვაზე მათ, ვისაც ჯერ არ დაუბრუნებია დაუბეგრავი მინიმუმი

წყარო/შოურცე: ჰტტპ://წწწ.ამბები.გე/ცომპონენტ/ცონტენტ/არტიცლე/2-ეკონომიკა/100728-პასუკჰი-ყველა-კიტჰკჰვაზე-მატჰ-ვისაც-ჯერ-არ-დაუბრუნებია-დაუბეგრავი-მინიმუმი.ჰტმლ#იხზზ30ვAძშHჟხ

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია