პატრიარქის პირველი შეფასება ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების შემდეგ

პატრიარქის პირველი შეფასება ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების შემდეგ

არც ერთი მორწმუნე ადამიანი არ მიიღებს ასეთ კანონს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც უწმინდესმა აღნიშნა, საერთოდ საქართველო ისეთი ქვეყანაა, რომ არასდროს არავის არ ჩაგრავდნენ, საქართველო ისეთი ქვეყანაა, სადაც ყველა ხედავდა, ყველა გრძნობდა თავისუფლად თავის თავს, მაგრამ არის საკითხები, რომლის დაშვება არ შეიძლება.

"როგორ შეიძლება უკანონობა დააკანონო. უკანონობის დაკანონება დიდი ცოდვაა და სწორედ ამის შესახებ ვთქვი მე და მე რომ არ მეთქვა, ის იქნებოდა გასაკვირი და საოცარი. მე ვალდებული ვარ, უნდა მეთქვა. არც ერთი მორწმუნე ადამიანი არ მიიღებს ამას, ასეთ კანონს და მინდა ვთქვა, რომ გავა დრო, როცა ჩვენ თვითონ გაგვიკვირდება, თუ როგორ იყო მიღებული ეს კანონი. მე შევთხოვე უფალს, შეგვინდოს შეცოდებანი ჩვენი, ნებსითი და უნებლიეთი. ღმერთი მოწყალეა და ღმერთი გვაპატიებს ჩვენს ცოდვებს", - ბრძანა პატრიარქმა.

ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა გასულ კვირაში მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ: რა წერია "ანტიდისკრიმინაციულ კანონში" - იხილეთ კანონპროექტის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია