რესტორან "აფხაზეთში" 7 ადამიანი მოიწამლა

რესტორან "აფხაზეთში" 7 ადამიანი მოიწამლა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რესტორან "აფხაზეთიდან" დაუბეჭდავი ხორცი ამოიღო. როგორც "ინტერპრესნიუსს" სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, სააგენტოს თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდებარე რესტორან "აფხაზეთში" დარღვევები გამოავლინეს. სააგენტოს ინფორმაციით, რესტორანში არადამაკმაყოფილებელია ზოგადი სანიტარიული მდგომარეობა, სამზარეულოს ფანჯრებს არა აქვს დამცავი ბადეები; გარდა ამისა, მაცივარში ინახებოდა დაუბეჭდავი ხბოს ხორცი და, შესაბამისად, ვერ წარმოადგინეს ფორმა N2, რის გამოც, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 65-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა 1000 ლარით. ხორცი დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება.

"რაც შეეხება რამდენიმე დღის წინ რესტორან "აფხაზეთში" 7 ადამიანის მოწამვლის ფაქტს, რის შესახებაც სურსათის ეროვნულ სააგენტოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, რესტორნის პერსონალი ინტოქსიკაციას შემოტანილ ტორტებს და ნამცხვრებს უკავშირებს", - აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია