სასტიკი ორმოები ნაძალადევის რაიონში

სასტიკი ორმოები ნაძალადევის რაიონში

ნაძალადევის რაიონში, ხუდადოვისა და ზაქრაძის ქუჩაზე სიფრთხილე გმართებთ, განსაკუთრებით ღამით მოძრაობისას – შესაძლოა მიწიდან მანქანის სავალი ნაწილის ნაწილების აკრეფა მიგიწიოთ. მოსახლეობის განცხადებით, მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგების მიზნით, გზები გადათხარეს და საქმე შუა გზაზე მიატოვეს. წელიწადზე მეტია, რაც ქუჩის მაცხოვრებლები გზის საფარის დაგებას მოითხოვენ. თუმცა მათ მოთხოვნას დღემდე არავის გამოხმაურებია. ადგილობრივების თქმით, ხუდადოვის ქუჩაზე მცხოვრებლები აყრილი მტვრის გამო ფანჯრებსაც კი ვერ აღებენ.

”შარშან ზაფხულში გადათხარეს აქაურობა, ორმეტრიანი ორმოები გათხარეს, მერე მიწა მიაყარეს და ასე დაგვიტოვეს. დღე არ გავა, ამ ორმოებში მანქანა არ დაიმტვრეს. დატანჯულები ვართ. ისეთი მტვრის კორიანტელი დგება ხოლმე, რომ ფანჯრებიც კი ვერ გაგვიღია. ამ მტვერს ვყლაპავთ და ჯანმრთელობას ვინადგურებთ,”- ამბობს ხუდადოვის ქუჩის ერთ-ერთი მცხოვრები.

”ჩვენი რაიონისთვის არც ერთი მთავრობა არ არსებობს. “ნახალოვკა” მხოლოდ არჩევნებზე ახსენდებათ. მოვლენ, ხმებს დაითვლიან და მომავალ არჩევნებამდე კაციშვილი არ გვაკითხავს. ამ გადათხრილი გზის გამო სახლები მალე თავზე დაგვენგრევა, გზის ნაპირებში იმხელა ორმო ამოთხარეს რომ შენობები გადმოიხარა. ვის არ მივმართეთ, მაგრამ ერთ წელზე მეტია ამ საშინელ დღეში ვართ”, - ამბობს იქ მცხოვრები ნიკოლოზ ნაცვალაშვილი.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია