როგორ აღმოჩნდა ექიმი-რადიოლოგი იუმორისტულ პროექტებში

როგორ აღმოჩნდა ექიმი-რადიოლოგი იუმორისტულ პროექტებში

გიორგი აფხაზავა ჯერ ''იმედის'' მაყურებელმა გაიცნო გადაცემით ''რომ გადახვალ, გააჩერე'' და შემდეგ უკვე ''ტვ 11''-ზე გამოჩნდა. ეს ტელევიზია ეთერში თებერვლის შემდეგ გადის. აღმოჩნდა, რომ გიორგი არა მხოლოდ მსახიობია, არამედ სცენარისტიც. სკეტჩების ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟს - კოტიკოს როლს გიორგი თამაშობს. ის დედისერთაა. დედამთილს რძალი არ მოსწონდა და რბილად რომ ვთქვათ, გამუდმებით ავიწროებდა. კოტიკოს მეუღლე ამაზე სულ წუხდა, მაგრამ ''სიყვარულის გამო ყველაფერს იტანდა''. თუმცა, ბოლოს, ქმრის ღალატის გამო, კოტიკოს გაშორდა და მათი ოჯახი დაინგრა. თუ რა ბედი ეწევა ამ წყვილს, ეს უახლოესი კვირების განმავლობაში გამოჩნდება... ჩემი ყოფილი მეუღლის ცხოვრება უკეთესობისკენ იცვლება, ჩემი და დედაჩემის კი - უარესობისკენ

- გიორგი აფხაზავას, რეჟისორსა და მსახიობს, თუ იცნობთ? რამდენიმე სპექტაკლის ავტორია, მათ შორის ''გოდოს მოლოდინი'' აქვს დადგმული თუ-მანიშვილის თეატრში...

- არა, არ ვიცნობ. ალბათ იქიდან გამომდინარე, რომ პროფესიით მსახიობი არ ვარ და არც ამ სფეროს წარმომადგენლებთან მაქვს დიდი შეხება. შეიძლება ითქვას, მხოლოდ მათ ვიცნობ, ვინც ჩვენს პროექტებში მონაწილეობს.

- რა პროფესია გაქვთ?

- პროფესიით ექიმი ვარ. ჩემი მშობლებიც... მოგეხსენებათ, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს დიდი ხანი გვიწევს სწავლა. მეცამეტე წელია ვსწავლობ და არჩეული მაქვს, რადიოლოგიის განხრით წავიდე. სამედიცინო უნივერსიტეტში სტუდენტობის პირველი წლებიდან ვთამაშობდი ''კავეენს''. ასე ვთქვათ, იუმორით მაშინ მოვიწამლე. სულ მქონდა მიდრეკილება და მხიბლავდა იუმორისტული სფერო. დაბოლოს, ეს ექიმი ადამიანი იუმორისტულ პროექტებში აღმოვჩნდი. საკმაოდ სხვა კუთხით წავიდა ჩემი ცხოვრება, ვგულისხმობ ''ღამის შოუს სტუდიასა'' და ''ტვ 11''-ს, მაგრამ ეს ყველაფერი მომწონს. ვნახოთ, მომავალში რა იქნება.

- როდის დაიწყეთ მუშაობა ზემოხსენებულ სტუდიასთან?

- 2009 ან 2010 წელს, როცა ''იმედზე'' იუმორისტული გადაცემა ''რომ გადახვალ, გააჩერეს'' კასტინგი ჩატარდა. ამ გადაცემის რეჟისორი გიორგი კაპანაძეა, პროფესიით ისიც ექიმია და კასტინგის შესახებ მან შემატყობინა. მივედი, მოვეწონე, ანეკდოტების მსახიობად ამიყვანეს და ეს იყო ჩემი პირველი შეხება ამ სტუდიასთან.

- ანეკდოტების დანარჩენი მსახიობები: ნიკა ქაცარიძე, ზურა ნიჟარაძე, ნატა ბერეჟიანი და სხვები გადასაღებ მოედანზე გაიცანით?

- დიახ, ყველა ანეკდოტების ჩაწერაზე პირველივე დღიდან ვიყავი ჩართული და ყველა ეს ადამიანი მაშინ გავიცანი.

- სკეტჩებში ჩანან დედათქვენი, მანანა კაზაკოვა, თქვენი მეუღლე, აწ უკვე ყოფილი - ანუკი ჯავახიშვილი. გყავთ შვილი - ბუხუტიკო, უახლოეს მომავალში ბავშვიც ხომ არ გამოჩნდება?

- ამ სკეტჩების ჩაწერამდე ტექსტები არაერთხელ განიხილება, კორექტირდება და ბევრ ფილტრს გადის. მეც ერთ-ერთი სცენარისტი ვარ. რაც შეეხება ბუხუტიკოს გამოჩენას, ამ ეტაპზე ეს საკითხი არ დგას დღის წესრიგში (იღიმის). თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ მოვლენები ძალიან საინტერესოდ ვითარდება. ჩემი ყოფილი მეუღლის ცხოვრება უკეთესობისკენ იცვლება, ჩემი და დედაჩემის კი - უარესობისკენ. თუ როგორ და რანაირად, ამას უკვე ეთერში ვნახავთ.

იხილეთ სტატის გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია