დავით კოდუას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა

დავით კოდუას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა

დავით კოდუას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა ჯერ კიდევ მართვით სუნთქვაზე რჩება.

როგორც ჟურნალისტებს ექიმმა კონსტანტინე მუმლაძემ განუცხადა, პაციენტის ზოგადი მდგომარეობა დინამიკაში დადებითია. "ის ჯერჯერობით იმყოფება მართვით სუნთქვაზე, თუმცა გამარტივებულ რეჟიმზე და მას აქვს სპონტანური სუნთქვის ელემენტები, რაც დადებითია. მიმდინარეობს სათანადო მკურნალობა. დინამიკა არის დადებითი. თუმცა პაციენტი ჯერ კვლავ რეანიმაციის განყოფილებაში რჩება", - აღნიშნა კონსტანტინე მუმლაძემ.

დავით კოდუას დედამ, ლაურა ღაჭავამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ როცა ექიმები ნებას დართავენ, ოჯახი მას საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას გეგმავს. ღაჭავამ მადლობა გადაუხადა ინგოროყვას კლინიკას მისი შვილის სათანადოდ მკურნალობისთვის.

დავით კოდუას დედას სურვილი აქვს, მისი შვილი სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანოს. ამასთან, ღაჭავამ მიმართა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დამატებითი შეკითხვით, რათა მან გამოიკვლიოს კოდუას მიმართ გამოყენებული იყო თუ არა ელექტროშოკი.

"ექსპერტიზა ჩატარებულია, მაგრამ მე დღეს დამატებითი კითხვით მივმართე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს, რათა მან დაადგინოს, არის თუ არა გამოყენებული ელექტროშოკი, ვინაიდან დათო კოდუას მკლავი სულ დალურჯებული აქვს, რაც არის სწორედ ელექტროშოკის კვალი. ამიტომ დამატებითი ექსპერტიზა ჩატარდება. ჩვენ ვაპირებთ მის გადაყვანას საზღვარგარეთ და მერე უკვე ვეღარ მოხდება ამის გაკეთება. სწორედ ამიტომ, ახლა მივმართეთ ექსპერტიზის ბიუროს", - აღნიშნა ლაურა ღაჭავამ. მისივე ინფორმაციით, ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა დაახლოებით ერთ კვირაში იქნება ცნობილი.

ლაურა ღაჭავა ასევე გამოეხმაურა ბიზნესმენ ზაქაიძის დღევანდელ განცხადებას. "ახლა გავეცანი ზაქაიძის ინტერვიუს, რომ არც ერთი კაპიკი არ დაუდია ნამორაძეს ამ ბიზნესში. მას კავშირი არ ჰქონია ამ ბიზნესთან და რა პრეტენზიები აქვს, რომ რაღაცას ითხოვს?! ის ამბობს, რომ უფრო მეტი მივეცი, რაც არ ეკუთვნოდაო. თუ ასეა, რატომ სცემა ჩემი შვილი, თუ არავის მისი ვალი არ ჰქონდა?! ჯერ იძახდა ნარკოტიკები ჩამიდეს და მიტომ ვარ გამწარებულიო. დათო კოდუა რა შუაში იყო ნარკოტიკებთან, ექიმი კაცი?!, შემდეგ ამბობს, ვალი ჰქონდათო და აღმოჩნდა, რომ მისი ვალი არავის ჰქონია. მისი მეუღლე, ახალგაზრდა ქალი, გამოდის გაღიმებული სახით და არც აწუხებს ის, რაც მისმა მეუღლემ ჩაიდინა. ადამიანი ახლა სასიკვდილო მდგომარეობაშია. როგორ შეიძლება ასე სცემო ადამიანი?! ადექი და უჩივლე! ცივილიზებული ფორმებით გაარჩიე! ეს ქუჩური გარჩევა რა უბედურებაა?!, - განაცხადა ლაურა ღაჭავამ.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია