შსს-ს ანტინარკოტიკულ კამპანიას კალათბურთელები შეურთდნენ

შსს-ს ანტინარკოტიკულ კამპანიას კალათბურთელები შეურთდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, პროფესიონალი კალათბურთელები 16-წლამდე საკალათბურთო ნაკრებს შეხვდნენ. შეხვედრა კალათბურთის აკადემიის დარბაზში გაიმართა და მას ესწრებოდნენ NBA-ს ქართველი ვარსკვლავი ზაზა ფაჩულია, კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ ბოისა და საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მწვრთნელი კოტე ტუღუში. პროფესიონალმა კალათბურთელებმა ახალგაზრდებს მასტერკლასი მოუწყვეს.

შეხვედრაზე სპორტსმენებმა ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობასა და ე.წ. ბიონარკოტიკების მოხმარების საფრთხეებზე ისაუბრეს. კალათბურთელები ახალგაზრდებს მოუწოდებენ, აქტიურად ჩაერთონ სპორტულ ღონისძიებებში და უარი თქვან ნარკოტიკების მიღებაზე.

"სპორტსმენები, რა თქმა უნდა, ვუერთდებით ამ კამპანიას. კალათბურთელებს გვინდა, რომ ერთად გამოვხატოთ მხარდაჭერა ანტინარკოტიკული კამპანიის მიმართ. ჯანსაღი ცხოვრება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ჯანსაღ ცხოვრებას არაფერი ჯობია", - განაცხადა ფაჩულიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ანტინარკოტიკული კამპანია 24 მარტს დაიწყო. მისი მიზანია ე.წ. ბიონარკოტიკის გამოყენების პრევენცია და საზოგადოების ინფორმირება. კამპანიის სლოგანია "ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება". კამპანიის ფარგლებში გადაღებულ საინფორმაციო ვიდეორგოლებში მონაწილე ექიმები მოქალაქეებს ინფორმაციას აწვდიან თუ რა შედეგებს იწვევს ე.წ. ბიონარკოტიკის მოხმარება. საინფორმაციო რგოლები ტელე და რადიოეთერებში, კინოთეატრებსა და სოციალურ ქსელებში განთავსდა.

აღსანიშნავია, რომ 1 მაისიდან ძალაში შევიდა კანონი "ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ", რომელიც შსს-ს ინიციატივით შეიქმნა. ამ კანონის თანახმად, აიკრძალა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება, საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანა ან უკანონოდ გატანა, შესაბამისად, მსგავსი ქმედება სისხლის სამართლის წესით ისჯება.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია