მერობის კანდიდატები და მათი მეორე ნახევრები

 მერობის კანდიდატები და მათი მეორე ნახევრები

15 ივნისს დანიშნულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოს მოსახლეობა 71 საკრებულოს 2088 წევრს, 12 მერს და 59 გამგებელს პირდაპირი წესით აირჩევს.

მიუხედავად იმისა, რომ რეგიონებისთვის მერის ინსტიტუტი ჯერ ახალია, საზოგადოება მაინც განსაკუთრებულად აკვირდება, ვინ გახდება დედაქალაქში მერი. წარსულს თუ გადავავლებთ თვალს, გიგი უგულავას პირადი და საჯარო ცხოვრება მუდმივად განხილვის საგანი იყო, ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ თბილისის მოსახლეობა ახალი მერის არჩევისას კანდიდატებს ბევრ პრეტენზიას უყენებს.

მოგეხსენებათ, პოლიტიკოსის კარიერაში პირადი ცხოვრება ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს თამაშობს, ამიტომ გაგაცნობთ თბილისის მერობის კანდიდატებს და მათ მეორე ნახევრებს.

პოლიტიკური პარტიებიდან "ქართულმა ოცნებამ" საკუთარი გუნდიდან მერობის კანდიდატი პირველმა დაასახელა. ეს მისია თავის თავზე ჯერ კიდევ პოლიტიკაში მყოფმა ბიძინა ივანიშვილმა აიღო. დავით ნარმანია მაშინ ინფრასტრუქტურის მინისტრი გახლდათ და ამ პოსტიდან მხოლოდ მაშინ წავიდა, როდესაც წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაება.

35 წლის ნარმანია პროფესიით ეკონომისტი გახლავთ. მეუღლე, თინათინ თინიკაშვილი, მისი სტუდენტი იყო. ერთმანეთი 2007 წელს გაიცნეს და ერთ წელიწადში დაქორწინდნენ. წყვილს ორი შვილი - 4 წლის კოკო და 8 თვის ილია ჰყავთ. ლამაზი, ჭკვიანი და განათლებული - ასე ახასიათებენ ბატონი დავითის მეუღლეს.

სოციალურ ქსელში წყვილის ფოტოები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. წყვილის ინტერვიუებს თვალი რომ გადავავლოთ, მათი ოჯახი იდეალურია, მერობის კანდიდატი კარგი მამა და მეოჯახეა.

თინათინი განსაკუთრებული საზოგადოებრივი აქტიურობით არ გამოირჩევა. არ ტრიალებს ქართულ ბომონდში და წვეულებებზეც მხოლოდ ოფიციალურ რანგში მეუღლის გვერდით ჩნდება. მიუხედავად ამისა, ერთხელ მაინც მოექცა განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში, იანვარში "მაესტროში" გაკეთებული ამ განცხადების შემდეგ:

"ჯერჯერობით თბილისის პირველი ლედობისთვის განსაკუთრებული მზადება არ დაგვიწყია. ამაყი ვარ, რომ დათოსთვის ეს თანამდებობა გაიმეტეს. გაიმეტეს ცოტა ცუდი სიტყვაა, უფრო სწორად რომ ვთქვა, ამ პოსტის ღირსად მიიჩნიეს. ძალიან ამაყი ვარ და დარწმუნებული ვარ, რომ ის თავს ამ თანამდებობას ღირსეულად გაართმევს. რაც შეეხება მის თბილისელობას, ჩემთვის მოულოდნელი იყო ამ თემის გააქტიურება. თავიდან მეგონა, ხუმრობა იყო, შემდეგ უკვე სერიოზულად დაიწყეს ამ საკითხის განხილვა, გადაცემებიც კი ჩაიწერა. მგონია, რომ საქართველოში ცოტა უხერხულია ამ საკითხის ასე განხილვა. ბოლოს და ბოლოს, ამერიკას ჰყავს კენიელი პრეზიდენტი და საქართველოს რომ ჰყავდეს არათბილისელი მერი, ამაში საოცარი არაფერი იქნება".

იხილეთ სტატიის გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია