კულტურის ცენტრ "მუზაში" "ლელოს" 80 წლისადმი მიძღვნილი საღამო იმართება

კულტურის ცენტრ "მუზაში" "ლელოს" 80 წლისადმი მიძღვნილი საღამო იმართება

ამ წუთებში კულტურის ცენტრ "მუზაში" "ლელოს" 80 წლისადმი მიძღვნილი საღამო იმართება. ღონისძიებაზე შეკრებილი არიან ქართველი სპორტსმენები. "ლელო" ქართველი სპორტსმენებიდან მამაკაცებსა და ქალებში ხუთ-ხუთი ნომინანტიდან, საუკეთსოებს დააჯილდოებს. დღეს დაჯილდოვდება "ლელოს" მიერ გამოვლენილი 2013 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენიც.

დარბაზში შეკრებილებს სიტყვით მიმართა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა. სიტყვით გამოვიდა ასევე ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი. მან "ლელოს" მთავარი რედაქტორი თენგიზ გაჩეჩილაძე ოლიმპიური მედლით დააჯილდოვა, გაზეთი "ლელო" კი სპეციალური სიგელით.

ამ წუთებში მონიტორზე ქართველი სპერტსმენების წარმატების ამსახველი ვიდეო-კადრების ჩვენება მიმდინარეობს.

"ლელოს" საიუბილეო საღამოს სპონსორია კომპანია "სილქნეტი".

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია