20 ვირ-პინგვინა საქართველოში "უვიზოდ" ჩამოვა

20 ვირ-პინგვინა საქართველოში "უვიზოდ" ჩამოვა

სამხრეთ აფრიკულ პინგვინებს თბილისში, სავარაუდოდ, მაისის ბოლოს ჩამოიყვანენ.

ამის შესახებ ბპნ-თან საუბრისას, თბილისის ზოოპარკის დირექტორმა, ზურაბ გურიელიძემ განაცხადა. მისი თქმით, ეს არის უპრეცედენტო შეთხვევა, რადგან საქართველოს ზოოპარკში მანამდე პინგვინი არასდროს ჰყოლიათ.

20 პინგვინს ინგლისიდან ჩამოიყვანენ. გურიელიძის განმარტებით, "თავისუფალი მიმოსვლის პროგრამის" ფარგლებში, აღნიშნული პინგვინები ინგლისურმა ზოოპარკმა სრულიად უანგაროდ გადმოგვცა.

თბილისის ზოოპარკის დირექტორი ვარაუდობს, რომ პინგვინების ჩამოყვანა ზოოპარკისთვის კომერიციული თვალსაზრისით საკმაოდ მომგებიანი იქნება. "მას შემდეგ, რაც ეს ინფორმაცია გავრცელდა, ყოველდღე უამრავი ადამიანი მირეკავს და მეკითხება, როდის შეძლებენ ზოოპარკში პინგვინების ნახვას. რადგან ასეთი ინტერესია, ვფიქრობ, პინგვინების სანახავად ზოოპარკში ბევრი ადამიანი მოვა, რაც ზოოპარკის მოგებას გაზრდის", - განაცხადა გურიელიძემ.

ჩვენს შეკითხვაზე, გამოიწვევს თუ არა პინგვინარიუმის გახსნა, ზოოპარკის ბილეთის ფასის ზრდას, გურიელიძემ გვიპასუხა, რომ ჯერჯერობით ბილეთის ღირებულება იგივე დარჩება.

რამდენად ხარჯიანი იქნება 20 პინგვინის მოვლა, გურიელიძის თქმით, ხარჯები დათვლილია და წლის განმავლობაში პინგვინების შენახვა იმაზე ძვირი არ დაჯდება, რაც სხვა ცხოველების მოვლაზე იხარჯება.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია