პირველი არჩევანის შემთხვევაში, "ქართულ ოცნებას" გამოკითხულთა 48% მისცემდა ხმას

პირველი არჩევანის შემთხვევაში, "ქართულ ოცნებას" გამოკითხულთა 48% მისცემდა ხმას

ხვალ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 60% მონაწილეობას მიიღებდა, - ასეთია "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევის შედეგი, რომლის პრეზენტაციაც სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" ამ წუთებში მიმდინარეობს.

შესაბამისად, იგივე შეკითხვაზე რესპონდენტთა 40 % აცხადებს, რომ ხვალ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს მონაწილეობას არ მიიღებდა.

რაც შეეხება შეკითხვას, ხვალ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 48% პირველ არჩევანად ასახელებს კოალიცია "ქართულ ოცნებას", 19%-მა არ იცის, 12% ხმას "ნაციონალურ მოძრაობას" მისცემდა, შეკითხვაზე უარს აცხადებს 8%, 4% რეიტინგში "ქდმ"-ს სასარგებლოდაა, ასევე 4% "ლეიბორისტული პარტიის" სასარგებლოდ, არც ერთ პარტიას არ მისცემდა ხმას რესპოდენტთა 3%.

მეორე არჩევანის შემთხვევაში კი შედეგები ასეთია - "ქართული ოცნება"- 4%, "ნაციონალური მოძრაობა"- 3%, ქდმ - 9%, ლეიბორისტები - 6%, მეორე არჩევანი არა აქვს 37%-ს.

გარდა ამისა, შეკითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებასთან ყველაზე ახლოს, ასევე პირველ არჩევანად გამოკითხულთა 42% ირჩევს კოალიცია "ქართულ ოცნებას", 25% -არც ერთს, 12% -"ნაციონალურ მოძრაობას", შეკითხვაზე პასუხი არ იცის 7%-მა, 4% "ქდმ"-ს ანიჭებს უპირატესობას, 4% პასუხზე უარს აცხადებს, ასევე 4% არჩევანს ლეიბორისტული პარტიის სასარგებლოდ აკეთებს, მასთან ახლოს მდგომ პარტიებად კი რესპონდენტთა 2% დანარჩენ პარტიებს ასახელებს.

NDI-ს კვლევის საველე სამუშაოები 26 მარტიდან 18 აპრილის პერიოდში ჩატარდა და მის ფარგლებში 3 942 ადამიანი გამოიკითხა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა