ნარმანიას თბილისის მერობის კანდიდატებში მოწონების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს, მეორე ადგილზეა გია გაჩეჩილაძე

ნარმანიას თბილისის მერობის კანდიდატებში მოწონების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს, მეორე ადგილზეა გია გაჩეჩილაძე

NDI-ის კვლევის თანახმად, თბილისის მერობის კანდიდატებს შორის მოწონების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დავით ნარმანიას აქვს, მეორე-მესამე ადგილებს კი გია გაჩეჩილაძე და კახა კუკავა იკავებენ.

აღნიშნული მონაცემები მხოლოდ თბილისის მასშტაბით გამოკითხულთა შორის დაფიქსირდა.

კითხვაზე: "მოგწონთ თუ არ მოგწონთ"? ჩამოთვლილი კანდიდატების შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა: დავით ნარმანია მოსწონს გამოკითხულთა 38%-ს, არ მოსწონს - 24%-ს, არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია – 27%-ს, არ სმენია – 6%-ს, ასევე 6%-მა პასუხზე უარი განაცხადა.

რაც შეეხება გია გაჩეჩილაძის მონაცემებს, ის შემდეგნაირად გამოიყურება: მომწონს - 26%, არ მომწონს - 30%, არ მაქვს ჩამოყალიბებული პოზიცია – 23%, არ მსმენია – 16%-ს, 6%-მა პასუხზე უარი განაცხადა.

გამოკითხულთა 24%-ს მოსწონს კახა კუკავა, 44%-ს იგი არ მოსწონს, 23%-ს არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, 4%-ს მის შესახებ არ სმენია, ხოლო 6%-მა პასუხზე უარი განაცხადა.

ოთხეულში ბოლო ადგილს იკავებს თბილისის მერობის "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ნიკა მელია. იგი მოსწონს გამოკითხულთა 17%-ს, არ მოსწონს – 39%-ს, 21%-ს ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს, ხოლო 17%-ს არ სმენია. გამოკითხულთა 6%-მა კითხვაზე პასუხზე უარი განაცხადა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა