ბელორუსში საქართველოს საელჩოს შესასვლელში რუსებმა რუსეთის დროშები გადმოფინეს

ბელორუსში საქართველოს საელჩოს შესასვლელში რუსებმა რუსეთის დროშები გადმოფინეს

მინსკში, ჰოკეის მსოფლიო პირველობაზე ჩასულმა რუსმა გულშემატკივრებმა ბელორუსში საქართველოს საელჩოს შესასვლელთან რუსეთის დროშები გადმოფინეს. ისინი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. ამის შესახებ "გაზეტა.რუ" თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, საელჩოს თანამშრომლების მხრიდან რუსი გულშემატკივრების ამ ქმედებას ჯერჯერობით რეაგირება არ მოჰყოლია, რადგან 9 მაისი დასვენების დღეა.

ამავდროულად, ადგილობრივი მილიციის თანამშრომლებმა, რომლებიც საქართველოს დიპლომატიურ მისიას იცავენ, ჩათვალეს, რომ რუსები სერიოზულს არაფერს აშავებენ და მათთვის დროშების გადაფენაში ხელი არ შეუშლიათ. მათ საქართველოს დროშის ჩამოხსნაც სცადეს, რისი საშუალება მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა