ვიქტორ სანიკიძე იტალიის პოლიციის ეჭვმიტანილთა სიაში მოხვდა

ვიქტორ სანიკიძე იტალიის პოლიციის ეჭვმიტანილთა სიაში მოხვდა

იტალიური "მონტეპასკის" ყოფილი 17 მოთამაშე, რომელთა შორის საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ფორვარდი ვიქტორ სანიკიძეცაა მოხსენიებული, გადასახადების დამალვაშია ეჭვმიტანილი.

ამის შესახებ გამოცემა Corriere Di Bologna იუწყება, ფიგურანტთა სიაში კი სანიკიძესთან ერთად მოხვდნენ: კშიშტოფ ლავრინოვიჩი, რიმანტას კაუკენასი, შონ სტონრუკი, რომეინ სატო, ბენ ეზე, ბო მაკალები, ჰენრი დომერკანტი, ნიკოს ზისისი, ვლადი იულიევსკი, ბუტსი ტორნტონი, დევიდ მოსი, მალიკ ჰეირსტონი, დავიდ ანდერსენი, დევიდ ჰოუკინსი, მილოვან რაკოვიჩი და იგორ რაკოჩევიჩი.

ჩამოთვლილი კალათბურთელები დაკავშირებულნი არიან "მონტეპასკის" ექს-პრეზიდენტის ფერდინანდო მინუჩის საქმესთან, რომელიც ახლახან დააკავეს.

არსებობს ეჭვი, რომ მინუჩიმ სახელმწიფოს 16 მლნ ევრო დაუმალა, რომელიც მოთამაშეთა კონტრაქტებისა და ხელფასებიდან ბიუჯეტში გადასახადის სახით უნდა შეეტანა. საუბარია სიენური კლუბისთვის "ოქროს ხანაზე", როდესაც "მონტეპასკი" იტალიის ჩემპიონი ზედიზედ ხდებოდა (2007-2013) და ევროლიგის "ოთხთა ფინალში" თამაშობდა.

იტალიური გამოცემის ცნობით, იტალიურმა პოლიციამ უკვე დაიწყო საქმის მონაწილეთა სატელეფონო საუბრებისა და ელექტრონული მიმოწერის გაშიფვრა.

შეგახსენებთ, რომ ვიქტორ სანიკიძე სიენის "მონტეპასკის" ღირსებას 2012-13 წლებში იცავდა, საიდანაც ესპანურ "სარაგოსაში" გადაბარგდა და დღემდე ამ გუნდის ღირსებას იცავს.

sportall.ge

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ