დადიანების შთამომავლები საქართველოს მთავრობას დახმარებას სთხოვენ

დადიანების შთამომავლები საქართველოს მთავრობას დახმარებას სთხოვენ

დადიანების შთამომავლები პრინცი ალენ მიურატი და პრინცესა ვერონიკა ზუგდიდში ჭკადუაშის დადიანების სანადირო რეზიდენციის გაპარტახების გამო წუხილს გამოთქვამენ და მთავრობას დახმარებისთვის მიმართავენ. მიურატები შენობის მათთვის გადაცემას ითხოვენ. ალენ მიურატის განმარტებით, რეზიდენცია მისი წინაპრების საკუთრებაა და სახელმწიფომ სწორედ მათ უნდა გადასცეს.

მიურატების განმარტებით, სახლი 1735 წელს არის აგებული და სასწრაფო რესტავრაციას საჭიროებს. მიურატები შვილიშვილებთან ერთად უკვე მეხუთე დღეა სწორედ ამ სახლში ცხოვრობენ. დადიანების შთამომავლები სახლის აღდგენას და ჭკადუაშში ცხოვრებას აპირებენ.

"საქართველოს საგანძურის გადარჩენის მიზნით, ჩვენ გადავწყვიტეთ რეზიდენციის რეკონსტრუქცია და მისთვის სანადირო რეზიდენციის სახის მიცემა. ჩვენი სურვილია მასში ევროპის სამეფო ოჯახების მიღება, რაც განაპირობებს ტურიზმის განვითარებას რეგიონში და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას", - ნათქვამია ალენ მიურატის განცხადებაში.

იხილეთ ვრცლად

livepress.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია