ცოტნე გამსახურდია: "დიახ, გერმანელ "ექსპერტს" ვაგინე და მაგრად მკიდია, ვინ რას იტყვის"

ცოტნე გამსახურდია: "დიახ, გერმანელ "ექსპერტს" ვაგინე და მაგრად მკიდია, ვინ რას იტყვის"

გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ ცოტნე გამსახურდიამ საყდრისის საკითხზე მოწვეულ დამოუკიდებელ ექსპერტს სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენა... "სისულელეა იმის თქმა, რომ თითქოს რახან სტუმარია, ამიტომ უნდა მოვერიდოთ. სტუმარი კი არა, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის განადგურების "გამპრავებელია" - ამბობს ცოტნე გამსახურდია.

ცოტნე გამსახურდია:

"ჩემს გაბრაზებაზე არ არის საქმე... მე ვარ მორალური პრინციპების ადამიანი, რომელიც მხარს უჭერს საზოგადოებრივ ჩართულობას, დემოკრატიულობას, გამჭვირვალობას... ამ სიტყვებს ვაცხადებ არა როგორც პოლიტიკოსი, (პოლიტიკოსობა რომ მდომოდა, ამას მოვახერხებდი 40 წლის განმავლობაში) არამედ როგორც საზოგადოების წარმომადგენელი. მივესალმები ნებიმიერი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელს, სქესის თუ ორიენტაციის ადამიანს, ვინც საყდრისის გადარჩენაში წვლილს შეიტანს. ჩემთვის აღმაშფოთებელი იყო, როდესაც ვიღაც გამძღარი, ნაქეიფარი, გაიძვერა უარს აცხადებდა ჩვენი ისტორიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კომენტარის გაკეთებაზე. მეც და საზოგადოებასაც საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს მათთან დაკავშირებით. მათზე ზეწოლა ხორციელდება. გუშინდელი დღის შემდეგ კიდევ უფრო განმიმტკიცდა პოზიცია, ეჭვი მეპარება, რომ იგი ობიექტურ დასკვნას დადებს. კარგად დაინახეთ, ისე მოგვექცა, როგორც მეორეხარისხოვან ადამიანებს. ერთი კომენტარიც კი არ გვაღირსა ჩვენს ლეგიტიმურ კითხვებზე.

დიახაც, ჩვენ გვქონდა უფლება, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხის გარშემო მისი კომენტარი მოგვეთხოვა, მითუმეტეს, თუ ის დამოუკიდებელი ექსპერტია. მან დამნაშავესავით გვიპასუხა სახეზე ხელებისაფარებით. მე ვხვდები, რითაც არის ეს გამოწვეული. არ სურს ევროპულ სამეცნიერო წრეებში გავრცელდეს მისი სახე, იმ ყველაფრის შემდეგ, რა დასკვნის დადებასაც იგი საყდრისის შესახებ აპირებს.

იხილეთ სტატია სრულად

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა