ვინ ათავისუფლებდა პოლიტიკური ნიშნით სკოლის დირექტორებს

ვინ ათავისუფლებდა პოლიტიკური ნიშნით სკოლის დირექტორებს

განათლების სისტემიდან გათავისუფლებულ პირთა საქმის შემსწავლელმა კომისიამ ათეულობით სკოლის დირექტორი პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულად ცნო, მათ შორის ოზურგეთშიც. კომისიის გადაწყვეტილებით, სისტემაში დაბრუნებული სკოლის დირექტორები მიიჩნევენ, რომ სამართლიანობა არ აღდგენილა და ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრს ის ადამიანი ხელმძღვანელობს, რომელმაც წლების წინ, დირექტორები სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაუშვა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, თამარ სანიკიძე "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ დირექტორების გათავისუფლებაში რესურსცენტრის ხელმძღვანელი მნიშვნელოვან როლს არ ასრულებდა.

"არა მგონია, რომ აქ რესურცენტრის დირექტორი თამაშობდეს მნიშვნელოვან როლს. მაშინ ასეთი იყო პოლიტიკური ფონი, მიდგომები, რაც ახლა აბსულუტურად შეცვლილია. რესურცენტრის ჩართულობამ სკოლის დირექტორების დანიშვნა-არ დანიშვნაში, ვფიქრობ, რომ მინიმალური წვლილი შეიძლება შეიტანოს. რესურცენტრს ევალება გარკვეული მონიტორინგი და იმ ინფორმაციის მომწოდებელი იყოს, რომელიც ადასტურებს ან არ ადასტურებს სკოლაში არსებულ პრობლემას. ამიტომ აქ მათი უშუალო ჩართულობა თავიდანვე უნდა გამოვრიცხოთ. თუ კი რომელიმე რესურსცენტრი არღვევს უფლება-მოვალეობებს, გვაცნობეს და ჩვენ არაერთხელ მივიღეთ ზომები. ამიტომ, ჩვენ დღეს რასაც ვცდილობთ, არის ის, რომ ის ადამიანები, რომელთა საკითხი კომისიამ განიხილა და იყო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული, დავიცვათ. მათ ჰქონდათ გასაჩივრების უფლება თავის დროზე და არ გაასაჩივრეს. ახლა გასაჩივრების უფლებაც არ აქვთ და ამიტომ ჩვენ ვცდილობთ, რომ ნებისმიერი ვაკანსიის გამოჩენის შემთხვევაში დავასაქმოთ, მაგრამ აუცილებლად რეკომენდაციებით და არა რაიმე ხისტი ჩარევით. მე ვფიქრობ, რომ ბევრმა სკოლამ ძალიან კარგი გადაწყევტილება მიიღო და ასეთი ხალხი აიყვანა სკოლებში. დღესდღეობით, ისინი მუშაობენ და არანაირი კონფლიქტური სიტუაცია არ არის. კიდევ ერთხელ, თუ კი სადმე რაიმე დარღვევაა და საჭიროა ჩვენი ჩარევა, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, ყოველთვის მივიღებთ საჭირო ზომებს", - აცხადებს მინისტრი.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია