წყალტუბოში "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

წყალტუბოში "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

წყალტუბოში, კოალიცია "ქართული ოცნების" ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

როგორც ერთი დაპირისპირებული მხარე აღნიშნავს, წყალტუბოში კოალიციას ორი შტაბი აქვს და ერთ-ერთში წინა ხელისუფლების მხარდამჭერები არიან გაერთიანებული.

დაპირისპირებამდე ამ განცხადების ავტორებმა საპროტესტო აქციაც გაიმართეს და ხელისუფლებას პრობლემის მოგვარებაში დახარება სთხოვეს.

"ჩვენ ვართ ნამდვილი მეოცნებეები, ესენი კი აოცნებულები არიან. არ მივცემთ მათ იმის საშუალებას, რომ "ნაციონალები" მოიყვანონ ხელისუფლებაში", - განაცხადა აქციის ერთ ერთმა მონაწილემ ოთარ მანაგაძემ.

აქციის შემდეგ მონაწილეები მოწინააღმდეგე ფრთის ორგანიზაციის შტაბში შეიჭრნენ და მათგან იმ კანდიდატების სიები მოითხოვეს, რომლებიც ადგილობრივ თვითმართველობის არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას. როგორც დაპირისპირებული მხარის წარმომადგენლები აცხადებენ, ამ სიაში "ნაციონალები" ფიგურირებენ.

დაპირისპირების დროს "ოცნების" შტაბის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" აპარატურა დააზიანა.

ნახეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა