21 მაისს ახალი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო "კრონ პალასი თბილისი" (Cron Palace Tbilisi) იხსნება. სასტუმრო ორი სიტყვით შეიძლება დახასიათდეს – "ხელმისაწვდომი ფუფუნება".
"კრონ პალასში" თბილისის ყველა სტუმარი მიიღებს ოთხვარსკვლავიან მომსახურებას სამვარსკვლავიანის ფასად.
სასტუმრო მდებარეობს თბილისის თვალწარმტაც უბანში - ორთაჭალაში. "კრონ პალასიდან" გადაიშლება თბილისის შესანიშნავი ხედები, რესტორანი, ბარები, დიდი სპა ცენტრი, რომელსაც აქვს საცურაო აუზი, საუნა, ჰამამ და სპორტული კომპლექსი – ეს ის მცირე ადგილებთაგანია სასტუმროში, რომელიც განტვირთვის შესაძლებლობას მოგცემთ საქართველოში ყოფნისას.
"კრონ პალას თბილისი" გთავაზობთ მაღალი კლასის მომსახურებას საქმიანი ვიზიტორებისთვის. მოცულობით 120-კაციან საკონფერენციო ცენტრს აქვს ყველა საჭირო აღჭურვილობა და პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს.
R