ევროკავშირის მისია ჯონჯოლის გამო დაკავებულებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ევროკავშირის მისია ჯონჯოლის გამო დაკავებულებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) საჩხერეში ჯონჯოლის მკრეფავთა დაკავებების სერიის თაობაზე განცხადებას ავრცელებს და ყველა მხარეს განსჯისა და უერთიერთგაგებისკენ მოუწოდებს.

"ბევრი ოჯახისთვის, რომელიც ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ ცხოვრობს, ჯონჯოლის კრეფა შემოსავლის მთავარი წყაროა. მხედველობაში იღებს რა, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების პირობებისთვის, მისია მოუწოდებს ყველა მხარეს, გაგებით მოეკიდონ მკრეფავებს, რომლებიც შესაძლოა, სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული საზღვრო ზოლის გაღმა აღმოჩნდნენ", - ნათქვამია ევროკავშირის მონიტორინგის მისიის განცხადებაში.

გარდა ამისა, EUMM-ის მონაცემებით, "2 მაისის შემდეგ, როდესაც ჯონჯოლის მკრეფავთა პირველი ჯგუფი დააკავეს, ევროკავშირის მონიტორინგის მისიას აღრიცხული აქვს 5 დაკავების სერია, რომელიც 26 ადგილობრივ მოსახლეს შეეხო, აქედან 18 კვლავ პატიმრობაში რჩება". ევროკავშირის მისია ყველა მათგანის სწრაფი გათავისუფლების მოწოდებით გამოდის.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა