საქართველოს დღეს ფრანსუა ოლანდი ეწვევა

საქართველოს დღეს ფრანსუა ოლანდი ეწვევა

საქართველოს დღეს საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ეწვევა. ოლანდი თბილისში 14:50 საათზე ჩამოვა.

საფრანგეთის პრეზიდენტს თავდაპირველად პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდება. დაგეგმილია მათი საქართველო-საფრანგეთის ეკონომიკური ფორუმის დახურვაში მონაწილეობის მიღება.

ამის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტს მისი ქართველი კოლეგა გიორგი მარგველაშვილი უმასპინძლებს. პრეზიდენტის სასახლეში ფრანსუა ოლანდის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება, რის შემდეგაც ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს პირისპირ და გაფართოებული შემადგენლობით შეხვდებიან. შეხვედრის შემდეგ გიორგი მარგველაშვილი და ფრანსუა ოლანდი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

ფრანსუა ოლანდი საქართველოს ერთდღიანი ვიზიტით კავკასიური ტურნეს ფარგლებში ეწვევა. თბილისს ის დღესვე 21:45 საათზე დატოვებს.

ფრანსუა ოლანდმა შეხვედრები უკვე გამართა ბაქოსა და ერევანში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა