ფრანსუა ოლანდი საქართველოში ჩამოვიდა

ფრანსუა ოლანდი საქართველოში ჩამოვიდა

საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. საფრანგეთის პრეზიდენტს დახვდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა აბაშიძე, სხვა ოფიციალური პირები.

ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ძლიერი წვიმის გამო, სტუმრის დახვედრისთვის გამზადებული წითელი ხალიჩის აღება გახდა საჭირო.

საფრანგეთის პრეზიდენტს თავდაპირველად პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდება. დაგეგმილია საქართველო-საფრანგეთის ეკონომიკური ფორუმის დახურვაში მონაწილეობა.

ამის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტს ქართველი კოლეგა გიორგი მარგველაშვილი უმასპინძლებს. პრეზიდენტის სასახლეში ფრანსუა ოლანდის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება, რის შემდეგაც ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს პირისპირ და გაფართოებული შემადგენლობით შეხვდებიან. შეხვედრის შემდეგ გიორგი მარგველაშვილი და ფრანსუა ოლანდი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

ფრანსუა ოლანდი საქართველოს ერთდღიანი ვიზიტით კავკასიური ტურნეს ფარგლებში ეწვევა. თბილისს ის დღესვე 21:45 საათზე დატოვებს.

ფრანსუა ოლანდმა შეხვედრები უკვე გამართა ბაქოსა და ერევანში.

ნახეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა