ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მირონმდინარე ხატი საქართველოშია!!! (+განრიგი)

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მირონმდინარე ხატი საქართველოშია!!! (+განრიგი)

2006 წლის ოქტომბერში, ჰავაის კუნძულებზე მცხოვრებ ერთ-ერთ ოჯახში ვარდის საოცარი სურნელება იგრძნეს. ოჯახის უფროსს, ნექტარიოს იანქსონს, თავიდან ეგონა, რომ ოჯახის რომელიმე წევრის მოტანილი რაიმე ნივთი გამოსცემდა ამ სურნელს,მაგრამ ეს მოსაზრება ყველამ უარყო. მაშინ დაიწყეს ძებნა, მიყვნენ სურნელებას და წიგნის თაროზე, სულ მაღლა, აღმოაჩინეს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ფოტოასლი, რომელსაც იქაურობა მირონით დაესველებინა. შეძრწუნებულმა ნექტარიოსმა ძვირფასი აღმოჩენა მართლმადიდებლურ ტაძარში წააბრძანა და მამა ანატოლის გადასცა. მოძღვარმა პარაკლისი გადაიხადა, რომლის დროსაც კიდევ უფრო გაძლიერდა მირონდენა. და მამა ანტონმა იქ მყოფთ უთხრა: ეს მირონმდინარე ღვთისმშობლის ხატი შეცვლის ჩვენს ცხოვრებას!

ნექტარიოსმა და მისმა ოჯახის წევრებმა, რომელთაც შიში და კრძალვა მორეოდათ, გადაწყვიტეს, ეს ხატი ეკლესიისათვის მიენდოთ და იგი სან-ფრანცისკოს საეპისკოპოსო ტაძარში მთავარეპისკოპოსს დაუტოვეს. მაგრამ 6 თვის შემდეგ მისგან შემდეგი შინაარსის შეტყობინება მიიღეს: წმინდა სინოდის განჩინებით, ხატი მათთან უნდა დაბრუნებულიყო, ნექტარიოსი მისი მცველი უნდა გამხდარიყო და ხატს მთელი მსოფლიო უნდა მოევლო.

ასეც მოხდა: ხატმა მოიარა უამრავი ქვეყანა, მათ შორის, ჩრდილოეთ ამერიკა, რუმინეთი, საბერძნეთი, რუსეთი.. ათონზეც ბრძანდებოდა. . . ახლა კი, 6 მაისს, საქართველოშიც ინება ჩამობრძანება. დიახ, ინება, რადგან სასწაულმოქმედი ხატი თვითონ წყვეტს, როდის სად უნდა მივიდეს. მაგალითად, ერთხელ სრულიად გამართული მანქანა ვერაფრით დაძრეს ადგილიდან. აქ სადმე, ალბათ, სამლოცველოა და იქ უნდა მისვლაო, მიხვდა ხატის თანმხლები. გაიკითხეს და აღმოჩნდა, რომ მართლაც, რამდენიმე კილომეტრში დედათა მონასტერი იყო. ხატით იქაურობა მოილოცეს, უკან დაბრუნდნენ, მანქანაში ჩასხდნენ და დაუბრკოლებლად გააგრძელეს გზა. საქართველოშიც ასეა: ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი თვითონ წყვეტს, სად უნდა წავიდეს. ამიტომაც ზუსტი განრიგის შედგენა ჭირს. უკვე ბრძანდებოდა ქაშუეთში, სვეტიცხოველში, ალავერდში, ბოდბეში. დღეს მახათას მთაზე მიაბრძანეს და იქიდან დალოცავს თავის წილხვედრ ქვეყანას, გატანჯულსა და გავერანებულს.

მიუხედავად იმისა, რომ მირონდენა ზოგჯერ წყდება ხოლმე (ასე ხდება, მაგალითად, ვნების შვიდეულში, მაგრამ აღდგომის ღამის დადგომისთანავე კვლავ იფარება სურნელოვანი წვეთებით), ქაშუეთში ყოფნისას მას გამუდმებით სდიოდა მირონი და იმდენი, რომ, კივოტიდან კი არა, კივოტზე შემოკრული მატერიიდანაც კი ჟონავდა. ხოლო სამებაში მიბრძანების შემდეგ, პატრიარქის მიახლებისთანავე, იმდენად იმატა, რომ საფარველი მთლიანად დაუსველდა. ხატის მცველის დაკვირვებით, ასე ხატი მაშინ იქცევა, როდესაც მას განსაკუთრებული სულიერებისა და სიწმინდის მქონე ადამიანი მიეახლება.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია