გამოცემა BBC მსოფლიოში 10 ყველაზე ლამაზი აეროპორტის რეიტინგს აქვეყნებს - რეიტინგში მესტიის აეროპორტიც შევიდა. როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ბევრი აეროპორტი კარგად ფუნქციონირებს, მაგრამ ეს არქიტექტურული საოცრებები ფრენას ხელოვნებად აქცევს.
"თამარ მეფის სახელობის აეროპორტი - მესტია, საქართველო: მესტია პატარა სათხილამურო ქალაქია, სადაც ეკლესიებსა და ციხე-სიმაგრეებს იხილავთ. ახალი აეროპორტის ცალკეული დეტალები შუშითაა მოპირკეთებული. აეროპორტის არქიტექტორი გერმანელი იურგენ მეიერ-ჰერმანია. შავ-თეთრი დიზაინის ნაგებობა უამრავ ვიზიტორს იზიდავს", - წერია სტატიაში.
შეგახსენებთ, მესტიის აეროპორტის მშენებლობა 2010 წელს დასრულდა.
მომზადებულია BBC-ის მიხედვით.