ვარკეთილში, გახოკიძის ქუჩაზე, წუხელ 27 წლის ქალი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს, რომელიც ძმასთან ერთად იმყოფებოდა, ცეცხლსასროლი იარაღიდან ყოფილმა მეუღლემ რამდენჯერმე ესროლა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია.
27 წლის ქალი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მძიმედაა დაჭრილი მისი ძმაც, რომელსაც პირველ კლინიკურ საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა.
და-ძმა ზურაბიანებზე თავდასხმის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.