არასრულწლოვანის გაუპატიურება მანქანაში 3 დღის მანძილზე - კახეთში 2 მამაკაცი დააკავეს

არასრულწლოვანის გაუპატიურება მანქანაში 3 დღის მანძილზე - კახეთში 2 მამაკაცი დააკავეს

პროკურატურამ ლაგოდეხის რაიონში არასრულწლოვანის მოტაცებისა და გაუპატიურების ბრალდებით 2 მამაკაცი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. საქმე ეხება 15 წლის გოგონას, რომლის თქმითაც, ის მაშინ მოიტაცეს, როცა სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა, 3 დღის განმავლობაში გატაცებული ჰყავდათ და 17 წლის საქმრო მას მანქანაში ყოველ ღამით აუპატიურებდა.

"მეუბნებოდა, ეს აუცილებელი წინაპირობა იყო, ჩემთან რომ დარჩე და არ მიჩივლოო", - აღნიშნა გოგონამ, რომელმაც გამტაცებელს ცოლობაზე უარი უთხრა.

გოგონას მშობლები გამტაცებლების დასჯას ერთი თვის განმავლობაში უშედეგოდ ითხოვდნენ.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დასტურდებოდა, რომ გოგონას სხეულზე დაზიანებები აქვს სისხლნაჟღენთების და ნაჭდევების სახით. გოგონა ამბობს, რომ დაზიანებები გაუპატიურებისას წინააღმდეგობის გაწევის დროს მიიღო. ექსპერტიზამ დაადასტურა საქალწულე აპკის მთლიანობის დარღვევის ფაქტიც. სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა გამტაცებელსაც. გოგონას თქმით, ეს დაზიანებები მან კბილებით და ფრჩხილებით მიაყენა.

ამ გარემოებების მიუხედავად, გურჯაანის რაიონულმა პროკურატურამ, ერთი თვის განმავლობაში გოგონა დაზარალებულად არ ცნო და არც გატაცებასა და გაუპატიურებაში მხილებული მამაკაცები მიუცია სისხლის სამართლის პასუხისგებაში. მამაკაცებისთვის ბრალის წაყენება მას შემდეგ მოხდა, რაც სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებმა 15 წლის გოგონაზე ძალადობის და პროკურატურის არაადეკვატური რეაგირების შესახებ მასალები მოამზადეს.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ