სახელმწიფო უწყებებში შესაძლოა, პრემიების ზედა ზღვარი დაწესდეს

სახელმწიფო უწყებებში შესაძლოა, პრემიების ზედა ზღვარი დაწესდეს

სახელმწიფო უწყებებში პრემიების სისტემა უნიფიცირდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში გაცემული მაღალი პრემიების კომენტირებისას განუცხადა.

"პრემიებთან მიმართებაში უკვე დაწყებულია მუშაობა, მაგრამ არა ამ შემთხვევის გამო. ვმუშაობთ, რომ შემოღებულ იქნას უნიფიცირებული პრემიების სისტემა, სადაც ჩადებული იქნება ლოგიკა - მაქსიმალური ზედა ზღვარი. იმედი მაქვს, რომ ამ პროცედურას უკვე მალე მივიღებთ. ეს იქნება იმის ანალოგი, რაც იყო ადრე ავტომანქანების შემთხვევაში", - განაცხადა სერგეენკომ და იმედი გამოთქვა, რომ პრემიების გაცემის მოქმედი სისტემა მალე დასრულდება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა