სოზარ სუბარს მინისტრობა აღარ უნდა - "სამჯერ დავწერე განცხადება გადადგომის მოთხოვნით"

სოზარ სუბარს მინისტრობა აღარ უნდა - "სამჯერ დავწერე განცხადება გადადგომის მოთხოვნით"

სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, გადადგომის შესახებ განცხადება 3-ჯერ დაწერა. როგორც სუბარმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, 2-ჯერ ასეთი თხოვნით ბიძინა ივანიშვილს, მესამედ კი ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა.

"მე პირადად ორჯერ მივმართე ბიძინა ივანიშვილს მისი პრემიერ-მინისტრობის დროს გადადგომის თხოვნით და ერთხელ ამჟამინდელ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

კითხვაზე, თუ როდის მიმართა მან გადადგომის თხოვნით ღარიბაშვილს, სუბარმა განაცხადა, რომ "დიდი ხნის წინ".

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა