მთავრობა ახალი სახელმწიფო პროგრამის განხორციელებას იწყებს

მთავრობა ახალი სახელმწიფო პროგრამის განხორციელებას იწყებს

მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების საკითხებზე იმსჯელეს დღეს ეკონონომიკური საბჭოს სხდომაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.

"აწარმოე საქართველოში" - ასე ჰქვია სახელმწიფო პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს წარმოებაზე ორიენტირებული პრიორიტეტული ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობასა და ადგილობრივი წარმოების განვითარებას. პროექტის მიმართულებებია - სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება-გადამუშავება და ინდუსტრიული პროდუქტის წარმოება.

ეკონომიკური საბჭოს წევრებმა სახელმწიფო პროგრამის ძირითადი პრინციპები განიხილეს და პროექტის განსახორციელებელი სამოქმედო გეგმები დასახეს. პროექტის პრეზენტაცია უახლოეს მომავალში გაიმართება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა