ირაკლი ღარიბაშვილი დარიალის ხეობაში ჩავა

ირაკლი ღარიბაშვილი დარიალის ხეობაში ჩავა

დარიალის ხეობაში მეწყერის ჩამოწოლასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, საგანგებო შტაბი შეიქმნა. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციაში განცხადება კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის წარმომადგენელმა ლევან ღირსიაშვილმა გააკეთა.

მისივე განმარტებით, უახლოეს საათებში დარიალის ხეობაში თავად პრემიერ-მინისტრი ჩავა და ვითარებას ადგილზე გაეცნობა.

"როგორც ცნობილია, დარიალის ხეობაში ჩამოწვა მეწყერი, რამაც მდინარე თერგის კალაპოტის გადაკეტვა გამოიწვია. მომხდარ სტიქიურ მოვლენასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის დავალებით შეიქმნა საგანგებო შტაბი, რომელსაც კოორდინაციას სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო უწევს. ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამთავრობო სტრუქტურა, სამაშველო და საგანგებო სამსახურები", - განაცხადა ლევან ღირსიაშვილმა.

მისივე განმარტებით, პრემიერის დავალებით, დარიალის ხეობაში დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა, ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის მინისტრები ჩავლენ.

"დარიალის ხეობაში უახლოეს საათებში ჩავა თავად პრემიერ-მინისტრი და ვითარებას ადგილზე გაეცნობა", - განმარტა მან.

კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის ინფორმაციით, სასაზღვრო პუნქტებიდან მოსახლეობის და მიმდებარე ტერიტორიიდან მგზავრების ევაკუაცია უკვე განხორციელდა. "ამ ეტაპზე ხორციელდება ყველა აუცილებელი და საგანგებო ღონისძიება, რის გამოც, პანიკის საფუძველი არ არსებობს", - აღნიშნა ღირსიაშვილმა. მთავრობის ადმინისტრაციაში გარდაცვლილთა შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, ამ ეტაპზე არ ადასტურებენ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა