პარლამენტთან გამართული ხანმოკლე აქციის შემდეგ, ანტიდისკრიმინაციული კანონის მოწინააღმდეგეები თბილისის ქუჩებისკენ დაიძრნენ.
როგორც საუბარში აქციის ორგანიზატორმა ბასილ მკალავიშვილმა განაცხადა, მათი მიზანია მთელი თბილისი შემოიარონ და მოსახლეობას მოუწოდონ, მათ შეუერთდნენ.
"ჩვენი მიზანია, დავგმოთ მამათმავლობის დღესასწაული", - განაცხადა ბასილ მკალავიშვილმა.
აქციის მონაწილეები ამ წუთებში პუშკინის სკვერთან მდებარე შალვა ამირანაშვილის სახელობის მუზეუმთან შეჩერდნენ. აქციის მონაწილეთა რაოდენობა რამდენიმე ათეულია. ადგილზე იმყოფებიან პოლიციის წარმომადგენლები.
აქციაზე იმყოფებოდა მამა თომაც, რომელმაც ბიძინა ივანიშვილი დაწყევლა, ხოლო მთავრობას გეები უწოდა.
"დღევანდელი ხელისუფლება უკუნითი უკუნისამდე დაწყევლილია! თვითონ გეებია დღევანდელი ხელისუფლება. დაწყევლილი იყოს უკუნითი უკუნისამდე ივანიშვილი!", - განაცხადა მამა თომამ.