დარიალის ხეობაში მეწყერის ჩამოწოლასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, საგანგებო შტაბი შეიქმნა. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციაში განცხადება კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის წარმომადგენელმა, ლევან ღირსიაშვილმა გააკეთა.
მისივე განმარტებით, უახლოეს საათებში დარიალის ხეობაში თავად პრემიერ-მინისტრი ჩავა და ვითარებას ადგილზე გაეცნობა.
დარიალის ხეობაში საქართველოს პრეზიდენტიც ჩავა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილი სტიქიის ადგილზე უკვე გაემგზავრა. ქვეყნის პირველი პირი ხეობაში არსებულ ვითარებას პირადად გაეცნობა.