ბარნოვის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს

ბარნოვის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს

თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 30 წლამდე ასაკის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაჭრილი მამაკაცი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, იგი ქვედა კიდურებშია დაჭრილი და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. თვითმხილველების ინფორმაციით, მათ ბარნოვის ქუჩა #84-ში ცოტა ხნის წინ რამდენიმე გასროლის ხმა გაიგონეს. ამასთან, შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია დაახლოებით 5 მასრა.

დეტალების გასარკვევად "ინტერპრესნიუსი" შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც დეტალების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავეს და განაცხადეს, რომ ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ნახეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ