გიორგი მარგველაშვილი - სახელფასო დანამატის საკითხი კარგი დასანახი არ არის

გიორგი მარგველაშვილი - სახელფასო დანამატის საკითხი კარგი დასანახი არ არის

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის აზრით, სახელფასო დანამატის საკითხი კარგი დასანახი არ არის და დასარეგულირებელია. ამის შესახებ მარგველაშვილმა "იმედის" ეთერში, გადაცემა "პოლიტიკის დროში" განაცხადა.

"მე ვფიქრობ, რომ მთავრობის წევრებს, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი ურთულეს საკითხებს წყვეტენ და ზოგ შემთხვევაში ასეული მილიონობით თანხის განკარგვასთან აქვთ შეხება, შესაბამისად, ნორმალური ანაზღაურება უნდა ჰქონდეთ, მაგრამ ეს ნორმალური ანაზღაურება უნდა იყოს სტაბილური და თუ არსებობს ეს საკითხები, რომელიც მაინც და მაინც სახარბიელოდ არ გამოჩნდა, ჩემი აზრით, ეს ძირითადში სახელფასო დანამატის საკითხია, რომელიც არის დასარეგულირებელი და არაა კარგი დასანახი", - განაცხადა პრეზიდენტმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა