Telegraph - ერიდეთ თბილისის ქუჩებს, მძღოლები ავტომობილებს მანიაკებივით მართავენ

Telegraph - ერიდეთ თბილისის ქუჩებს, მძღოლები ავტომობილებს მანიაკებივით მართავენ

გამოცემა Telegraph-ის არქივში 2012 წელს დაბეჭდილი სტატია აღმოვაჩინეთ, სადაც თბილისისა და მისი საგზაო მოძრაობის შესახებ არის ინფორმაცია.

ჟურნალისტი მკითხველს თბილისის ღირშესანიშნაობებისა და სილამაზის შესახებ მოუთხრობს. ასევე აცნობს სხვადასხვა სასტუმროებს. სტატიის ბოლოს ცალკე თავი ეთმობა თემას - "რას ვერიდოთ", სადაც ძირითადი აქცენტი ქართველ მძღოლებზეა გაკეთებული.

"რას ვერიდოთ? - ქუჩაში მოძაობას. ბევრი ქართველი ავტომობილს შეშლილივით (მანიაკივით) მართავს. ამის გამო თბილისში გზის გადაკვეთა თავზეხელაღებულ გამბედაობას მოითხოვს. განსაკუთრებით, ცენტრიდან მოშორებით, მაგისტრალურ გზებზე, მაგრამ შედარებით უსაფრთხოა ძველ ქალაქში მოძრაობა", - წერია სტატიაში.

თბილისის საგზაო მოძრაობას უძღვნის წერილს In Your Pocket-იც, რომელიც პოპულარული ონლაინ გამოცემაა და რომელიც ევროპული ქვეყნების ერთგვარი გიდია, ის ტურისტებს საჭირო ინფორმაციას ონლაინ რეჟიმში სთავაზობს.

"ზოგიერთი ტურისტისთვის თბილისში ავტომობილით მოძრაობა შიშისმომგვრელი განცდაა. ქართველები დისციპლინის მოყვარული მძღოლები არ არიან. მოძრაობის სიჩქარეს ხშირად აჭარბებენ", - წერს In Your Pocket.

მომზადებულია telegraph.co.uk-ის მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია