4 უმკაცრესი დანაშაული, რომლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობა მარიხუანას მოხმარება/შენახვაზე ლოიალურია

4 უმკაცრესი დანაშაული, რომლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობა მარიხუანას მოხმარება/შენახვაზე ლოიალურია

კამპანია, სახელწოდებით "მოვითხოვთ მარიხუანას დეკრიმინალიზაციას", ბოლო წლების ტრადიციად იქცა. მოქალაქეთა ჯგუფი ამ მოთხოვნით საპროტესტო აქციას წელსაც, ტრადიციულად 2 ივნისს გამართავს. ისინი თბილისში, საქართველოს მთავრობის კანცელარიის წინ შეიკრიბებიან და მთავრობას კიდევ ერთხელ მოსთხოვენ მარიხუანას დეკრიმინალიზაციას.

2 ივნისის აქციისთვის შექმნილ Youtube-ის არხზე გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც დავით სუბელიანი საუბრობს მისი აზრით, სასჯელის ვადის დანაშაულთან შეუსაბამობაზე მარიხუანას მოხმარებასა და სხვა კრიმინალურ დანაშაულებს შორის.

"137-ე მუხლი, სისხლის სამართალში, რომელიც არის გაუპატიურება, ითვალისწინებს პატიმრობას 4-დან 6 წლამდე,

179-ე მუხლი, ყაჩაღობა, ჩადენილი სიცოცხლისთვისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ფორმით, ითვალისწინებს პატიმრობას 5-დან 7 წლამდე,

223-ე მუხლი, ეს არის უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა/ხელმძღვანელობა ითვალისწინებს სასჯელს 7-დან 9 წლამდე,

232-ე მუხლი, ეს არის ბირთვული იარაღის ან სხვა ბირთვული ასაფეთქებლების დამზადება ისჯება 7-დან 10 წლამდე და ამავე სისხლის სამართლის კოდექსით, პირადი მოხმარებისთვის მარიხუანას შენახვა ისჯება 11 წლით", - ამბობს დავით სუბელიანი.

საქართველოს კანონმდებლობაში მარიხუანას მოხმარების გამო არსებული მუხლის შესახებ არაერთი წინააღმდეგობრივი განცხადება მოგვისმენია. მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნას ხშირად ახალი თაობის შოუბიზნესის ვარსკვლავებიც უერთდებიან. ამჯერად მკაცრი კანონის წინააღმდეგ საკუთარ ნეგატიურ დამოკიდებულებას მომღერალი ლევან ჩიჩუა (TL) აფიქსირებს და Facebook-ზე წერს:

"რა უკუღმართი ქვეყანა ვართ, ყველაფერი პირიქით ხდება ჩვენთან :)) ბრავო, მთავრობა, მაგრები ხართ, ყველაზე ჭკვიანები ხართ მთელს მსოფლიოში ))))) რა გვეშველება, მიდი, დაიჭირე, გაანადგურე, დაღუპე, წაართვი 11 წელი ცხოვრება, ჩაგეთვლება. საბუთში კაი ბიჭის სახელს ჩაგიწერენ :)", - წერს TL.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია