განათლების სამინისტროს საგანგებო განცხადება გავრცელებულ მენინგიტთან დაკავშირებით

განათლების სამინისტროს საგანგებო განცხადება გავრცელებულ მენინგიტთან დაკავშირებით

იმ სკოლებმა, სადაც მოსწავლის ვირუსული მენინგიტით დაავადება დაფიქსირდა, დაუყოვნებლივ უნდა მოახდინონ სკოლის რიგგარეშე დეზინფექცია. ამის შესახებ განათლების სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

სამინისტრო მოსწავლეებს, მშობლებს და პედაგოგებს მიმართავს და სკოლაში და მის ფარგლებს გარეთ სანიტარულ - ჰიგიენური ნორმების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდებს.

სამინისტროს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

" ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დაფიქსირდა ვირუსული მენინგიტის არაერთი შემთხვევა. მოზარდების, მასწავლებლებისა და მშობლების ინფორმირებულობის, უსაფრთხოებისა და პრევენციის მიზნით, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, სკოლაში და მის ფარგლებს გარეთ მკაცრად დაიცვათ სანიტარულ - ჰიგიენური ნორმები.

სკოლები ვალდებულნი არიან განახორციელონ შემდეგი პრევენციული ღონისძიებები:

უზრუნველყონ პირადი ჰიგიენის მკაცრად დაცვა, ხელების ხშირი დაბანა, სველი წერტილებისა და სასადილოს ტერიტორიის ინტენსიური დამუშავება სადეზინფექციო საშუალებებით; მოსწავლეების ინფორმირება, რომ კვებისას არ ისარგებლონ ერთი ჭურჭლით; სკოლის მთელ ტერიტორიაზე განხორციელდეს დეზინფექცია-დეზინსექცია-დერატიზაციების სამუშოები; ინტენსიურად სველი წესით ან სადეზინფექციო საშუალებებით დაამუშაონ ხშირად შეხებადი ზედაპირები.

იმ შემთხვევაში, თუ დაფიქსირდა ვირუსული მენინგიტის პირველადი სიმპტომები: გაღიზიანებადობა, უმადობა, მაღალი ტემპერატურა, ძლიერი თავის ტკივილი, კისრის დაჭიმვა, მკაფიო სინათლეზე სენსიტიურობა, ძილიანობა, გულისრევა, ღებინება, უმადობა - დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს!

იმ სკოლებმა, სადაც დაფიქსირდა მოსწავლის დაავადება ვირუსული მენინგიტით, დაუყოვნებლივ მოახდინონ სკოლის რიგგარეშე დეზინფექცია. მშობლებმა უზრუნველყონ შვილების მიერ სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის მონიტორინგი ოჯახის პირობებში", - ნათქვამია განცხადებაში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია