დაწყებით კლასებსა და საბავშვო ბაღებში 26 მაისის ჩათვლით სასწავლო პროცესები შეწყდა

დაწყებით კლასებსა და საბავშვო ბაღებში 26 მაისის ჩათვლით სასწავლო პროცესები შეწყდა

ჯანდაცვის სამინისტრო 26 მაისის ჩათვლით დაწყებით კლასებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო და აღმზრდელობითი პროცესების შეწყვეტის რეკომენდაციით გამოდის. ამის შესახებ ჯანდაცის მინისტრმა დავით სერგეენკომ, განათლების მინისტრის მოადილე ლია გიგაურთან და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორ ამირან გამყრელიძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში გაიზარდა ენტეროვირუსული მენინგიტით დაავადების შემთხვევები. როგორც მინისტრმა განმარტა, ამ ტიპის დაავადების გამომწვევს არ სჭირდება რაიმე სპეციალური სახის დეზინფექცია და არ სჭირდება მკაცრი კარანტინის შემოღება, თუმცა, მიმდინარე სიტუაციის ანალიზით და სამი მთავარი ფაქტორის გათვალისწინებით, ჯადაცვის სამინისტრომ რეკომედაცია შეიმუშავა. ეს სამი ფაქტორია: ზრდის რაოდენობის დინამიკა, დაავადების ასიმპტომური მიმდინარეობა და პატარა ბავშვის განუვითარებელი უნარ-ჩვევები პირადი ჰიგიენის დაცვის კუთხით.

"ჯანდაცვის სამინისტრო კონსულტაციების შედეგად გამოდის რეკომედაციით, რომ ხვალიდან 26 მაისის ჩათვლით საწყის კლასებში, მეექვსე კლასის ჩათვლით და საბავშო ბაღებში შეწყდეს სასწავლო და აღმზრდელობითი პროცესები. ეს დღეები გამოყენებული იქნება ამ დაწესებულებებში გაძლიერებული სანიტარული დამუშავებისთვის", - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

მისივე თქმით, ჯგუფები გააგრძელებენ ადგილებზე მდგომარეობის შესწავლას. როგორც მინისტრმა აღნიშნა, 26 მაისს კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება და არსებული მდგომარეობა შეფასდება. ამის შემდეგ გადაწყდება, განახლდება სრულად საწავლო პროცესი თუ გაგრძელდება წყვეტა. სერგეენკოს თქით, თუ პროცესის წყვეტა გაგრძელდება, განათლების სამინისტრო იზრუნებს, რომ ეს დღეები შემდგომ დაკომპენსირდეს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია