კომპანიები აბონენტებს ვადაგასულ დავალიანებებს უკანონოდ ახდევინებენ

კომპანიები აბონენტებს ვადაგასულ დავალიანებებს უკანონოდ ახდევინებენ

კომუნალური მომსახურების კომპანიები აბონენტებს უკანონოდ არიცხავენ ხანდაზმულობის ვადაგასულ დავალიანებებს.

ამ საკითხთან დაკავშირებით გადაცემა ტელე-რადიო "პალიტრის" გადაცემა "საქმეში" ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიის წარმომადგენელმა, გიორგი ფანგანმა ისაუბრა.

როგორც ფანგანი განმარტავს, ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც ყიდულობს ელექტროენერგიას, ბუნებრივ გაზს თუ სასმელ წყალს კომუნალური კომპანიისგან, ის შედის მასთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში.

გიორგი ფანგანის განცხადებით, სწორედ ამ სახელშეკრულებო ურთიერთობაზე სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვრცელდება ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა. 3 წელი აითვლება იმ დღიდან, როდესაც ერთ-ერთი მხარე შეიტყობს, რომ მისი უფლებები ირღვევა.

"როდესაც კომპანიამ შეიტყო, რომ რომლიმე აბონენტი არ უხდის დავალიანებას, რა თქმა უნდა, აქვს ბერკეტი, შეუწყვიტოს კომუნალური მომსახურება. თუ კომპანიამ ეს ბერკეტი მაშინვე არ გამოიყენა და აბონენტს მისცა შესაძლებლობა, რომ მისი მომსახურებით შემდეგ თვეებშიც ესარგებლა, სწორედ ის ვალი, რომელიც იმ დღიდან სამი წლის განმავლობაში დაგროვდება, იქნება ხანდაზმული დავალიანება,"- განმარტავს გიორგი ფანგანი.

ფანგანის განცხადებით, უკანონოა, როდესაც გარკვეული დროის შემდეგ კომპანია აბონენტს მომსახურებას უთიშავს ან გათიშვით ემუქრება, რადგან ეს ბერკეტი მას თავიდანვე უნდა გამოეყენებინა. "შესაბამისად, როდესაც აბონენტს შეღავათის გაკეთებას ჰპირდებიან და დავალიანებას უნაწილებენ, ეს არის კანონდარღვევა, რადგან უკვე ხანდაზმულ ვალს ახდევინებენ",- დასძინა ფანგანმა.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია