საქართველოში ქალები თავს ყველაზე უსაფრთხოდ გრძნობენ - ჟურნალ The Atlantic-ის საერთაშორისო რეიტინგი

საქართველოში ქალები თავს ყველაზე უსაფრთხოდ გრძნობენ - ჟურნალ The Atlantic-ის საერთაშორისო რეიტინგი

ამერიკულ ჟურნალ The Atlantic-ში 2013 წელს დაბეჭდილ სტატიაში საქართველოს შესახებ ინფორმაცია აღმოვაჩინეთ. სტატიის ავტორი ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად რეიტინგს აქვეყნებს, სადაც ის რეგიონებია წარმოდგენილი, სადაც ქალები ყველაზე ბედნიერები, ჯანმრთელები, ძლიერები არიან და სადაც თავს დაცულად, უსაფრთხოდ გრძნობენ.

კატეგორიაში - ქვეყნები, სადაც ქალებისთვის ყველაზე იდეალური სამუშაო გარემოა საქართველო არ შედის. ამ კატეგორიაში 26 ქვეყანა შედის და პირველი საპატიო ადგილი ახალ ზელანდიას ერგო.

კატეგორიაში - ქვეყნების რეიტინგი, სადაც ქალები თავს ყველაზე უსაფრთხოდ გრძნობენ და ღამე ქუჩაში მარტო გასვლა არ აშინებთ, პირველ ადგილს საქართველო 90%-ით იკავებს. რეიტინგში 27 ქვეყანაა შესული.

კატეგორიაში - ყველაზე სრულყოფილი დეკრეტული გარემო პირველი ადგილი ბულგარეთს ერგო, სადაც დასაქმებულ დედებს კვირაში 56%-ზე მეტ ანაზღაურებას სთავაზობენ.

კატეგორიაში - ქვეყნების რეიტინგი, სადაც ყველაზე კმაყოფილი/ბედნიერი ქალები ცხოვრობენ ლიდერი დანიაა.

კატეგორიაში - ქვეყნების რეიტინგი, სადაც ქალები ყველაზე ნაკლებად განიცდიან ოჯახურ ძალადობას, იაპონია პირველ ადგილს იკავებს.

კატეგორია - ქვეყნების რეიტინგი, სადაც საჯარო სამსახურში, ან ოფისში დასაქმებულებში პროცენტულად ქალები ჭარბობენ, რუანდა პირველ ადგილზეა.

მომზადებულია The Atlantic-ის მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია