დედამ 3 მცირეწლოვანი შვილი დანით დახოცა

დედამ 3 მცირეწლოვანი შვილი დანით დახოცა

ლოს-ანჯელესში შემზარავი ტრაგედია მოხდა - 30 წლის კეროლ კორონადომ 3 მცირეწლოვანი შვილი მოკლა.

კეროლმა 3 წლის სოფია, 1 წლის იასმინი და 2 თვის ქსენია საკუთარ სახლში მოკლა. ბავშვების მამა ეზოში იყო, ის ავტომობილის შეკეთებით იყო დაკავებული. როგორც სამართალდამცავებმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადეს, ბავშვების მამა სახლში მხოლოდ მეუღლის განწირული ყვირილის შემდეგ შევიდა - სისხლით მოსვრილი კეროლი გარდაცვლილ ბავშვებთან ერთად ლოგინში იწვა.

"მან ჩემი შვილები დახოცა. ის ეშმაკითაა შეპყრობილი. ჩემი გოგოები დახოცა", - ყვიროდა ბავშვების მამა.

ჯერჯერობით შვილების დახოცვის ოფიციალური მოტივი უცნობია - დედა პოლიციელებთან საუბარზე უარს ამბობს. როგორც სასოწარკვეთილი ბებია მეზობელთან საუბარში აცხადებს, ქალიშვილმა რამდენიმე დღის წინ დაურეკა და უთხრა, რომ გიჟდებოდა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

"ქალს აბორტის გაკეთება გინეკოლოგმა გადააფიქრებინა და ბავშვის გაშვილებაზე დაითანხმა" - ახალი დეტალები ახალშობილის გაყიდვის საქმეზე

სასამართლომ მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი გაამართლა

"უარს ვაცხადებ ჩვენების მიცემაზე, რადგან ის ისე იქნება გამოყენებული, როგორც პოლიტიკურ ძალებს სურთ" - მიხეილ კალანდია