სკოლა და მენინგიტის ინფექცია: როდის აღდგება სასწავლო პროცესი სკოლებსა და ბაღებში

სკოლა და მენინგიტის ინფექცია: როდის აღდგება სასწავლო პროცესი სკოლებსა და ბაღებში

რამდენიმე დღეში კიდევ გვექნება შეკრება ჯანდაცვის სამინისტროსთან, დავაკვირდებით ამ დღეებში როგორი იქნება დინამიკა და მომდევნო ნაბიჯებს ამის მიხედვით დავგეგმავთ, - განუცხადა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ კითხვაზე, შესაძლოა თუ არა გაიზარდოს სკოლებში გამოცხადებული დასვენების დღეების რაოდენობა მენინგიტის ინფექციის გამო.

"ორი დღით ვწყვეტთ საგანმანათლებლო პროცესს საჯარო სკოლებში და ასევე საბავშვო ბაღებში. ეს დრო თავიდან ბოლომდე მოხმარდება სკოლების საფუძვლიან დამუშავებას, რომელიც უკვე მიმდინარეობს. პირველადი დამუშავებები პირველი დღიდან დავიწყეთ როგორც კი გამოვლინდა ინფექცია, მაგრამ ჩავთვალეთ, რომ კიდევ ერთხელ და უფრო მასშტაბური ხასიათი მივცეთ ამ ღონისძიებებს, რომ პრევენცია მოვახდინოთ დაავადების შემდგომი გავრცელების. საგულისხმოა, რომ დაავადების გამოვლინება უსიმპტომოდ ხდება და რამდენიმე დღეა საჭირო დაკვირვება ბავშვზე, რომელსაც აქვს ინფექცია, რათა ეს დროულად იქნას გამოვლენილი და შემდეგ სკოლაში არ გახდეს ინფექციის წყარო", - განაცხადა თამარ სანიკიძემ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია