ლუკაშევიჩი - რუსეთს ალასანიას განცხადებები აშფოთებს

ლუკაშევიჩი - რუსეთს ალასანიას განცხადებები აშფოთებს

მოსკოვს აშფოთებს საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას მოწოდება, საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების განთავსებასთან დაკავშირებით.

"რია ნოვოსტის" ინფორმაციით, ამის შესახებ დღეს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა განაცხადა.

"ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი ნებისმიერ ფასად მიისწრაფვის ნატოში გასაწევრიანებლად. ჩვენ ძალიან გვაშფოთებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის, იორაკლი ალასანიას განცხადება, რომელიც მან ვაშინგტონში გააკეთა საქართველოში ნატოს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განთავსებასთან დაკავშირებით", - აღნიშნა ლუკაშევიჩმა.

მისი თქმით, თავდაცვის მინისტრი უნდა ზრუნავდეს თავისი სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე და მინიმუმ, მხედველობაში უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების პრობლემები და მეზობელი სახელმწიფოები. "თბილისის რეალურ განზრახვებთან დაკავშირებით ჩვენ კითხვები გვიჩნდება, თუ რა აქვთ მხედველობაში და ვისგან უნდა დაიცვას ამ სისტემებმა", - განაცხადა ლუკაშევიჩმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა