დარიალში კიდევ ერთი სატვირთო და ერთი ტრაქტორი იპოვეს

დარიალში კიდევ ერთი სატვირთო და ერთი ტრაქტორი იპოვეს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დარიალჰესის გვირაბში საძიებო-სამაშველო ოპერაცია ჩაატარეს.

უწყების ინფორმაციით, მეწყერის შედეგად გვირაბში დაგუბებული წყალი დააშრეს და შსს-ს მაშველებმა გვირაბის ორივე განტოტვა მთელ სიგრძეზე დაათვალიერეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დარიალჰესის გვირაბში, მეწყერის შედეგად ჩამოშლილ მიწის მასაში 1 სატვირთო ავტომანქანა და 1 ტრაქტორი იპოვეს, რომლებიც გვირაბის მშენებლობაზე მუშაობდნენ. ამ დროისთვის ნაპოვნი არავინ არის.

დარიალის ხეობაში სამაშველო-გაწმენდით სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია