ქატოს პურში მწერი აღმოჩნდა (+ფოტოფაქტები)

ქატოს პურში მწერი აღმოჩნდა (+ფოტოფაქტები)

ქატოს პურში მომხმარებელმა მოზრდილი მწერი აღმოაჩინა. ინფორმაცია და ფოტოები ამის შესახებ BPN-ს თავად პურის მყიდველმა მიაწოდა.

"ეს პური დიღმის მასივში, ერთ-ერთ მაღაზიაში შევიძინე. ვარგისიანობის ვადა არ ჰქონდა გასული - ახალი იყო. ძალიან მშიოდა და სახლში მივედი თუ არა, გადავტეხე, თუმცა პურში "სიურპრიზი" დამხვდა - ხოჭო. ასე დავრჩი მშიერი",- ამბობს მყიდველი, რომელიც BPN-ს დაუკავშირდა. მისი თქმით, შემთხვევა 20 მაისს მოხდა.

როგორც პურის ეტიკეტიდან ირკვევა, ქატოს პური, რომელშიც მწერი აღმოჩნდა, კომპანია "იფქლი პირველის" საცხობშია გამომცხვარი.

BPN-ი კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს, მირზა ლობჟანიძეს დაუკავშირდა. ლობჟანიძის მტკიცებით, მსგავსი შემთხვევა არასოდეს დაფიქსირებულა. მისივე თქმით, თუ ვინმემ პურში მწერი აღმოაჩინა, უმჯობესი იქნებოდა, მაღაზიას და კომპანიას დაკავშირებოდა, რასაც სათანადო რეაგირება მოყვებოდა. დირექტორი ეჭვობს, რომ აღნიშნული ფაქტი სინამდვილეს არ შეესაბამება. თუმცა, არ აკონკრეტებს, ვინ შეიძლება იყოს დაინტერესებული არასწორი ინფორმაციის გავრცელებით.

"უნდა დაერეკათ სასწრაფოდ ჩვენთვის. უნდა შეგვატყობინონ, თუ რამე აღმოჩნდება. ფოტოებზე რა ვილაპარაკო, ეს არის ვიღაცეების მოგონილი, ვიღაც დადის და ამას სპეციალურად აკეთებს. გამორიცხული არაფერია, მაგრამ ეს არ არის სწორი. როგორ უნდა დავადგინოთ, რომ ეს ნამდვილად მოხდა და პურში იყო რამე. მსაგავსი შემთხვევა არ გვქონია. ეს არის პურის ქარხანა. იცრება შემოტანილი ფქვილი, ყურადღებით ვართ ძალიან, რომ რამე არ გაიპაროს", - ამბობს ლობჟანიძე და განმარტავს, რომ ქარხანაში ყველა შესაბამისი პირობა დაცულია.

"სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის" წარმომადგენელი, ლია თოდუა ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევების შესახებ მათთან ინფორმაცია არაერთხელ შესულა და მწერები არა მხოლოდ პურში, არამედ სხვა მზა საკვებშიც აღმოუჩენიათ. ლია თოდუა მომხმარებელს ურჩევს, ასეთ შემთხვევაში, მაღაზიაში პროდუქტის უკან დაბრუნება მოითხოვონ.

"არის ასეთი მომართვები, მაგრამ ძალიან ხშირად არა. თუ ჩვენ მოგვმართავენ, ერთადერთი რაც შეგვიძლია ვუთხრათ, წავიდნენ და დააბრუნონ პური. როცა მომხმარებელი საჩივრით მოგვმართავს, იდენტური პროდუქტი ლაბორატორიაში გამოსაკვლევად მიგვაქვს, თუმცა ამ შემთხვევაში, ნაკლებ სავარაუდოა, რომ იგივე მწარმოებლის მიერ გამომცხვარ სხვა პურშიც მწერი ან სხვა რამ აღმოჩნდება. ამას ჩვენ ვეძახით ერთეულ დარღვევებს. ზოგადად კი, ეს არის ნიშანი, რომ წარმოებაში არ არის დაცული ჰიგიენური და სანიტარული ნორმები. ამ შემთხვევაში, მომხმარებელს ვთხოვთ, რომ საჩივარი უშუალოდ სურსათის ეროვნულ სააგენტოში შეიტანოს, რომლის საფუძველზეც, სააგენტო წარმოების შემოწმებას შეძლებს",-აცხადებს თოდუა.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია