დავით სერგეენკო - ვწუხვარ, რომ პაციენტებს რიგში დაყოვნება უწევთ, მაგრამ ეს მათ ჯანმრთელობას საფრთხეს არ შეუქმნის

დავით სერგეენკო - ვწუხვარ, რომ პაციენტებს რიგში დაყოვნება უწევთ, მაგრამ ეს მათ ჯანმრთელობას საფრთხეს არ შეუქმნის

ვწუხვარ, რომ პაციენტებს რიგში დაყოვნება უწევთ, მაგრამ ეს მათ ჯანმრთელობას საფრთხეს არ შეუქმნის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს გუშინ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, საავადმყოფოებში მენინგიტის შემთხვევების გამო მიმართვიანობის გაზრდის მიზეზით არსებული რიგების საკითხის კომენტირებისას განუცხადა.

"ეს საკითხი ორი ნაწილისგან შედგება. ამბულატორიული მიღება პაცენტებისა და მიმართვიანობა გაზრდილია, თუმცა, ჰოსპიტალიზაცია - იმდენად არა. 17:00 საათზე იყო შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში. მე სულ კონტაქტზე ვიყავი. ამბულატორიულ მიღებებზე, სამწუხაროდ, რიგში დგომა მოუწევთ. ჰოსპიტალიზაციას რაც შეეხება, საწოლების დეფიციტი არ არის. გვაქვს დიდი ხნის წინ გაწერილი სამუშაო გეგმა, რომელსაც მივყვებით. ვწუხვარ, რომ უწევთ დაყოვნება რიგში, მაგრამ ეს მათ ჯანმრთელობას საფრთხეს არ შეუქმნის", - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია