"საერთაშორისო გამჭვირვალობაში" მიიჩნევენ, რომ ასოცირების ხელშეკრულებას პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი

"საერთაშორისო გამჭვირვალობაში" მიიჩნევენ, რომ ასოცირების ხელშეკრულებას პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში" მიიჩნევენ, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას საქართველოს პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" ავრცელებს საქართველოს კანონმდებლობის ანალიზს, რომელიც სწორედ ამ საკითხს ეხება.

"საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობა, რომელსაც პრემიერმინისტრი ხელმძღვანელობს, არის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო და ის ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას.

თუმცა, კონსტიტუციის 69-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით დადგენილია,რომ საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს სახელმწიფოს მეთაურია და წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში. კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის (ა) ქვეპუნქტიც სწორედ პრეზიდენტს ანიჭებს უფლებამოსილებას, მთავრობასთან შეთანხმებით დადოს საერთაშორისო ხელშეკრულებები.

როგორც ცნობილია, ასოცირების შეთანხმების პარაფირება მთავრობის წარმომადგენლის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ მოხდა, რაც თავისთავად საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით გადაწყვეტილების განხორციელების აქტს წარმოადგენს. ხოლო, რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტს, მას, როგორც ქვეყნის საგარეო ურთიერთობებში ქვეყნის წარმომადგენელს, ხალხის მიერ პირდაპირ არჩეულ უმაღლესი ლეგიტიმაციის მქონე პირს, კონსტიტუციით აქვს მინიჭებული უფლებამოსილება, უმაღლეს დონეზე წარმოადგინოს ქვეყანა. შესაბამისად, ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელი სწორედ პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს.

რა თქმა უნდა, შესაძლებელია ამ უფლებამოსილების დელეგირება საქართველოს პრემიერმინისტრზე ან სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირზე. ასეთ შემთხვევაში, კონსტიტუციის დარღვევად არ ჩაითვლება, თუ ხელშეკრულებას ხელს სხვა პირი მოაწერს",- ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა