მაია ფანჯიკიძე, თეა წულუკიანი, კახი კალაძე - მინისტრები, რომლებსაც ერთი ფოტოგრაფის გემოვნება აერთიანებთ

მაია ფანჯიკიძე, თეა წულუკიანი, კახი კალაძე - მინისტრები, რომლებსაც ერთი ფოტოგრაფის გემოვნება აერთიანებთ

შოთიკო ბოჭორიშვილი პროფესიონალი ფოტოგრაფია. ის ერთ-ერთი გამონაკლისია ჩვენი რუბრიკის სტუმრებს შორის, რომელსაც ფოტოგრაფის დიპლომი აქვს. ბომონდური საზოგადოება კარგად იცნობს მის ხელოვნებას. უყვარს ეპატაჟი, ხანდახან რისკზეც მიდის, მაგალითად, როდესაც მერსი სულხანიშვილის მკერდი დაპრინტა და მაისურებზე გადაიტანა, მაგრამ ამჯერად სერიოზულ ფოტოგრაფიაზე ვისაუბრეთ.

- პროფესიით ფოტოგრაფი ვარ, თეატრალური უნივერსიტეტი დავამთავრე, კინო-ტელე მხატვრული ფოტოგრაფიის ფაკულტეტი. პირველ ჯგუფში ვიყავი, რომელიც თეატრალურში შედგა ფოტოგრაფიის განხრით. ბავშვობიდან ვუყურებდი, როგორ იღებდნენ ჩემი ოჯახის წევრები ფოტოებს. მამას საკუთარი ლაბორატორია ჰქონდა, მოყვარული ფოტოგრაფი გახლდათ და ხშირად ვესწრებოდი სურათების გამჟღავნების პროცესს. ჩემი დაც იღებდა ფოტოებს. მაშინ არც მიფიქრია, რომ ფოტოგრაფი გამოვიდოდი, რეჟისორობა მინდოდა, თუმცა ბოლო მომენტში გადავიფიქრე.

- პირველად რას ან ვის უღებდი ფოტოებს?

- ყველაფერს, რადგან ეს მაშინ გატაცება იყო. განსაკუთრებულად მაინც პორტრეტების გადაღება მიყვარდა, სახეები ახლო ხედით, მიმიკა, ემოცია, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ასაკს, სქესს, პროფესიას ყურადღებას არ ვაქცევდი, მთავარია, სახასიათო ადამიანი ყოფილიყო. რაღაც მომენტში მაინც ვფიქრობდი, რომ ჩემს მომავალს მოდის ფოტოგრაფიას დავუკავშირებდი.

- პირველი მოდის კვირეული როდის გადაიღე?

- როდესაც საქართველოში პირველად ჩატარდა. მაშინ ჩემთვის დეფილეს გადაღება სიახლე იყო. კრისტი ყიფშიძეს, ნინი კაკაბაძეს, ნანუკა გოგიჩაიშვილს გადავუღე. ამის შემდეგ მოდის კვირეული აღარ გადამიღია, ამჯერად უკვე სტუმრის სტატუსით გახლდით.

იხილეთ სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია