2014 წელს ვიზიტიორების ნაკადის 18%-იან ზრდას ველოდებით

2014 წელს ვიზიტიორების ნაკადის 18%-იან ზრდას ველოდებით

ზაფხული დამსვენებლისთვის ნანატრი დასვენების, კურორტების მცხოვრებთათვის კი დაძაბული მუშაობის პერიოდია - განსაკუთრებით, საოჯახო სასტუმროებისთვის. ახლოვდება საკურორტო სეზონი და როგორც ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, ქვეყანას მომავალში უფრო ბევრი საოჯახო სასტუმრო დასჭირდება, ამისთვის კი აუცილებელია ხელშეწყობაც. აღსანიშნავია, რომ ახლახან მთავრობამ ომისგან დაზარალებულ ქობულეთელ სასტუმროების მფლობელებს გაუწია შეღავათი.

ია თაბაგარი, საქართველოს ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე: - საოჯახო სასტუმროები აუცილებელი სეგმენტია. სიიაფესთან ერთად, ტურისტს მეტი არჩევანი ეძლევა, თანაც მეტი შეხება აქვს ადგილობრივ მოსახლეობასთან. საოჯახო სასტუმროები ადამიანების დასაქმების კარგი წყაროა. ყველაზე წარმატებული ის საოჯახო სასტუმროებია, რომლებსაც აქვთ საკუთარი, თუნდაც მცირე მეურნეობა. კვება ხშირად შედის საოჯახო სასტუმროს მომსახურებაში და როცა მეურნეობა საკუთარია, სურსათი უფრო იაფი ჯდება.

სასტუმროებისთვის არსებობს საერთაშორისო ინსტრუქციები, როგორი უნდა იყოს დამსვენებლისთვის განკუთვნილი ოთახი, როგორი ფარდა უნდა ეკიდოს, გამჭვირვალე უნდა იყოს თუ მუქი, როგორ უნდა განალაგონ საწოლები და სხვ. ეს ინფორმაცია ზოგჯერ ვერ მიდის საოჯახო სასტუმროების მფლობელებამდე, ამიტომ ხშირად ელემენტარული წესებიც კი ირღვევა. სტანდარტის მიხედვით, ერთადგილიანი ოთახი უნდა იყოს, სულ მცირე, 9 კვმ, ხოლო ოროთახიანი - 12 კვმ; ოთახს უნდა ჰქონდეს ფანჯარა და დამოუკიდებელი შესასვლელი; იქ არ უნდა ეკიდოს მასპინძლის პირადი ნივთები, გარდაცვლილი ნათესავების ფოტოები, შესასვლელში მისი ფეხსაცმელი არ უნდა ეწყოს და ა.შ. ეს ნორმები ზოგჯერ ყველაზე შორეულ სოფელშიც კი ისეა დაცული, გაგიკვირდებათ, მაგრამ ზოგი ამ სტანდარტებს არც იცნობს და ვერც იცავს. მომავალში საოჯახო სასტუმროებზე მოთხოვნა მხოლოდ მოიმატებს და ეს კარგია, რადგან საკურორტო ზონაში არაერთი ოჯახი ამით ცხოვრობს.

იხილეთ ვრცლად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია