საქართველოს პრეზიდენტმა სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო მისიაში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში (ISAF) მონაწილეობის დროს გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმის, მამაცობისა და მხედრული ვალის პირნათლად მოხდისთვის 12 სამხედრო მოსამსახურე ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხის ორდენებითა და მედლებით "მხედრული მამაცობისთვის" დააჯილდოვა.

გორგი მარგველაშვილმა ასევე სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, თავდადებისა და მხედრული ვალის პირნათლად მოხდისათვის ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით სიკვდილის შემდეგ 36 სამხედრო პირი დააჯილდოვა. სახელმწიფო ჯილდოები გიორგი მარგველაშვილმა დაღუპულთა ოჯახის წევრებს გადასცა.

მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში შეკრებილ საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ სწორედ მათი გმირობისა და სიცოცხლის ფასად აქვს ქვეყანას ამ უმნიშვნელოვანესი დღის აღნიშვნის შესაძლებლობა. მისი თქმით, ქართველი ჯარისკაცების თავდადება არის ქვეყნის მომავალი სიძლიერის, ერთიანობისა და გამარჯვების საწინდარი. საქართველოს პრეზიდენტმა ქართველი სამხედროების საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

დაჯილდოების ცერემონიას თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი და თავდაცვის სამინისტროს სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა